თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრი, 28 წლის ვალერი იმედაშვილი ემსხვერპლა. – ინფორმაციასა და გარდაცვლილის ფოტოს ,,მთავარი ამბები კახეთიდან” აქვეყნებს.
როგორც გამოცემას ადგილობრივებმა უთხრეს, ახალგაზრდა კაცი “გლოვოს” კურიერად მუშაობდა და მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტობუსს შეეჯახა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მიღებული მძიმე ტრავმების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ვალერი იმედაშვილი ოჯახთან ერთად რუსთავში ცხოვრობდა. გარდაცვლილის ცხედარი მშობლიურ სოფელ გავაზში გადაასვენეს.











კომენტარები