• რეკლამა
  • კონტაქტი
15:10, ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა – ჩემი მოთხოვნაა უმაღლესი სასჯელი, სამუდამო პატიმრობა – ჩემს შვილს არ მიუცია არანაირი მიზეზი, არაფრის გამო მოკლა

ალია ავტორი - ალია
12:49 10-15-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

ვფიქრობ, იმ დღეს, მას ვიღაც მაინც უნდა მოეკლა, რადგან გამიზნულად, არაფრის გამო მოკლა ჩემი შვილი. ჩემს შვილს პირდაპირ გულში, 14-სმ-იანი ჭრილობა აქვს, – ამის შესახებ ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედამ, ეკა მხატვრიშვილმა განაცხადა.

ის იმ სასამართლო პროცესს ესწრება, სადაც მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებული არასრულწლოვანის, დ.პ.-ს საქმეს განიხილავენ.

მხატვრიშვილი ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

“მოლოდინი მაქვს, რომ დაისჯება. ჩემი მოთხოვნაა უმაღლესი სასჯელი, სამუდამო პატიმრობა, მაგრამ ვფიქრობ, ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, რადგან არასულწლოვანია.

არანაირი წინაპირობა არ ჰქონია და ჩემს შვილს არ მიუცია არანაირი მიზეზი, არაფრის გამო მოკლა. ვფიქრობ, იმ დღეს, მას ვიღაც მაინც უნდა მოეკლა, რადგან ჩემი შვილი გამიზნულად, არაფრის გამო მოკლა…

ჩემი შვილი ფეხზე არ ადგა, რადგან ჩემი აზრით, მის საუბარს ყურადღება არ მიაქცია – ის საკუთარ თავზე, თავის ცხოვრებაზე საუბრობდა, რომ იყო კრიმინალი. რატომ არ დგახარ ფეხზე და რატომ არ მისმენო? – ამ მიზეზით წამოაყენა ჩემი შვილი. მას ფეხი მართლა სტკიოდა, ამის საბუთებიც არსებობს. ჩემს შვილს პირდაპირ გულში, 14-სმ-იანი ჭრილობა აქვს.

ადამიანური დანაშაული ყველას აქვს, სუფრის წევრები მას არ გაყვნენ, ადამიანურად დამნაშავეები არიან. რაც შეეხება ხელის დაფარებას, მკვლელს ორი მეგობარი ახლდა, რა თქმა უნდა, დანაშაული დაფარეს. როცა პოლიციამ ჰკითხა მათ, რა მოხდაო, არ ვიცითო, თქვეს. ეს საკითხიც გამოიყოფა, პასუხისმგებლობა ყველას ეკუთვნის”, – განაცხადა ეკა მხატვრიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე 17 წლის არასრულწლოვნი, დავით ინასარიძე მოკლეს. აღნიშნულზე მისივე თანატოლი, დ.პ. დააკავეს. ბრალდების მიხედვით, მკვლელობის მიზეზი, სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა. საქმის პროკურორის თქმით, არასრულწლოვანს მრავალფეროვანი კრიმინალური წარსული აქვს და ის დაკავებისას გირაოს პირობების ქვეშ იმყოფებოდა.

არასრულწლოვნს დ.პ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!

11:23 10-15-2026
რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved