• რეკლამა
  • კონტაქტი
22:21, ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ ჯილდო გადაეცემა

ალია ავტორი - ალია
10:09 10-15-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
251

23-24 ოქტომბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართება „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიალი – „ოქროს გლობუსი – აბრეშუმის გზისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება“ .

ორდღიანი გალა-ღონისძიება მიეძღვნება ისტორიული „აბრეშუმის გზის“ რეგიონის კინოსა და ტელევიზიის სფეროს წარმომადგენელთა გამორჩეულ მიღწევებს. ღონისძიება პატივს მიაგებს ამ ქვეყნების მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და შემოქმედებით ურთიერთგაცვლას, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთთან დააკავშირა ცენტრალური აზია და კავკასია.

უზბეკეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის წარმომადგენლებს – შერჩეულ ლაურეატებს სამ სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოებენ:

1 – „ოქროს გლობუსის მერიდიანის ჯილდო“ (Meridian Award) ,

2 – „ოქროს გლობუსის ნოვატორის ჯილდო“(Trailblazer Award),

3 – „ოქროს გლობუსის შუქურის ჯილდო“ (Beacon Award).

ქართველ რეჟისორს ლევან კოღუაშვილს სწორედ „ოქროს გლობუსის ნოვატორის ჯილდო“ (Trailblazer Award) გადაეცემა.

„ოქროს გლობუსის“ ეს ჯილდო „Trailblazer“ (პიონერი, ნოვატორი, გზის გამკვალავი) გადაეცემათ იმ ხელოვანებს, რომელთა გამორჩეულმა შემოქმედებითმა ხედვამ და ნამუშევრებმა წვლილი შეიტანა რეგიონის კინოსა და ტელევიზიის განვითარებაში.

ქართველმა რეჟისორმა, სცენარისტმა და პროდიუსერმა ლევან კოღუაშვილმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ისეთი ფილმებით, როგორიცაა „მეოთხე ბრაიტონი“, „ქუჩის დღეები“, „შემთხვევითი პაემნები“ და „გოგიტას ახალი ცხოვრება“. ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“ ტრაიბეკას კინოფესტივალზე „საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმის“ ჯილდო მოიპოვა. მისი უახლესი ფილმის – „გურიის“ პრემიერა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა და ის „ოსკარის“ დაჯილდოებაზე საქართველოს ოფიციალური კანდიდატია.

უკვე ცნობილია დანარჩენი ლაურეატების ვინაობაც, რომლებიც ნახსენებ ქვეყნებს წარმოადგენენ: გულჩეხრა ჯამილოვა, ალი ხამრაევი, თაჰმინა რაფაელა, შუგილა ეშენი და სამველ ტადევოსიანი.

„ჩვენთვის დიდი პატივია აღვნიშნოთ ხელოვანთა ეს გამორჩეული ჯგუფი, რომელთა შემოქმედებაც ასახავს ცენტრალური აზიისა და კავკასიის სიღრმეს, კრეატიულობასა და თხრობის უნიკალურ ტრადიციებს“, — განაცხადა „ოქროს გლობუსის“ პრეზიდენტმა ჰელენ ჰონემ. „კინოს, ტელევიზიისა და ხელოვნების სფეროში შეტანილი პირადი წვლილით თითოეულმა მათგანმა ხელი შეუწყო რეგიონის ამბებისა და შემოქმედებითი ხმის გაზიარებას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო აუდიტორიისთვის. მოუთმენლად ველით ტაშკენტში მათი მიღწევების აღნიშვნას“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!

11:23 10-15-2026
რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved