ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
საქართველოს სჭირდება ძლიერი პარტიები.
მხოლოდ ძლიერ პარტიებს შეუძლიათ ცვლილების გამოწვევა.
ნებისმიერი, რომელიც გიმტკიცებთ რომ ახლა არ არის პარტიული დაქსაქსულობის დრო, არის დელუზიური სულელი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა ხდება ქართულ საზოგადოებაში ბაბლს მიღმა, ვერ ხვდება რას ნიშნავს და რამ გამოიწვია ლიდერობის კრიზისი და ვერც იმას ხვდება, რას ნიშნავს პარტია.
პარტიების ძალა არ არის დამოკიდებული რეჟიმის აკრძალვებზე.
პარტიების ძალა არის დამოკიდებული პარტიების სახალხო მხარდაჭერაზე.
ამიტომ, დიდი ბოდიში რომ
მხოლოდ სიხარული შემიძლია გამოვხატო რეჟიმის სასოწარკვეთილი ფაფხურის მიმართ – რეჟიმის სისუსტის დემონსტრირებად ვიღებ, და იმიტომ.არანაირი, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია ფედერალისტებისთვის ამ რეჟიმის მიერ ჩვენი პარტიის აკრძალვას.
პროცესი, სადაც ასეთი რამ არათუ რეალურად ხდება, არამედ უბრალოდ, დაშვებაც კი შესაძლებელია, არ არის პოლიტიკური პროცესი, სადაც მოქალაქის ხმას წონა აქვს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ასაკრძალი პარტიებიდან ოთხს, ანუ ყველას, ფედერალისტების გარდა 2024 წლის არჩევნებში აქვთ მონაწილეობა მიღებული და რეჟიმისვე ბუღალტერიით, 800 ათს ხმაზე მეტი აქვთ აღებული, უფრო ცხადად დაინახავთ, რომ რეჟიმი მისივე დათვლილ 800 ათას ადამიანს უუქმებს არჩევანს და ართმევს ხმას.
ამ განუკითხაობის ლეგიტიმაციას და პოლიტიკურ პროცესად წარმოჩენას ფედერალისტები ჩვენი პარტიის ასაკრძალთა სიაში დამატებამდეც არ ვაპირებდით.
ჩვენი გზა გადის ჩვენი პარტიის გაძლიერებაზე სახალხო მხარდაჭერით – მშვიდობიან, მაგრამ პრინციპულ და თანმიმდევრულ წინააღმდეგობაზე და ამ წინააღმდეგობის უკეთ ორგანიზებასა და გაფართოებაზე იქამდე, ვიდრე მოქალაქის ხმა რეჟიმის წასაქცევ წონას არ შეიძენს.
ეს აუცილებლად მოხდება, როცა პოლიტიკურ დღის წესრიგს შექმნის ისეთი პოლიტიკური ცენტრი, რომლის ფოკუსშიც საზოგადოებისთვის სასიცოცხლო ინტერესებია.
არანაირი! საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია ფედერალისტებისთვის რას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი – რაც არ უნდა გადაწყვიტოს, ყველაფერს ავტოკრატიის დასანგრევად გამოვიყენებთ – ყველა ფრონტზე.
P.S. ხაზარაძემ, სააკაშვილმა და ტელეკლოაკების კოლექტიურმა გრიგოლიებმა ხმა ჩაიგდონ – მაგათ აკრძალვა სადაც შეუძლიათ, იქ კრძალავენ პარტიებს – საკუთარ მძღნერისფერ ეთერებში. ბიძინობა უბრალოდ არ შეუძლიათ და ვერ ბიძინობენ.











კომენტარები