ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას „ALDE Party – Liberals and Democrats for Europe“ ავრცელებს.
შეშფოთებით შევიტყვეთ, რომ თურქეთის აეროპორტში დააკავეს ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძე — ALDE-ს წევრი პარტიის, „გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი. მას ჩამოართვეს პასპორტი და ბარგი, მოათავსეს საკანში და ხვალ საქართველოში დააბრუნებენ. იგი ბრიუსელში მიემგზავრებოდა (ტრანზიტით), სადაც მიწვეული იყო და „Renew Europe“-ის ლიდერთა სამიტში უნდა მიეღო მონაწილეობა.
ვწუხვართ, რომ მას აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება არ შეეძლება და უკმაყოფილებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ გრძელდება ზეწოლა ოპოზიციურ პარტიებზე — ძალებზე, რომლებიც ქვეყნისთვის პროევროპულ და დემოკრატიულ მომავალს ესწრაფვიან — და იზღუდება მათი საქმიანობა თუ გადაადგილების თავისუფლება”- წერია „ALDE Party – Liberals and Democrats for Europe“-ს განცხადებაში.











კომენტარები