სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
✅️400%-ით გაიზარდა პრემიერის ხელფასი 2024 წლის შემდეგ.
❌️ვეტერანების დახმარება კი, წლებია უკვე ლარითაც არ გაზრდილა.
✅️პრემიერ-მინისტრს 2027 წლიდან 17,350 ლარიანი ხელფასი ექნება.
❌️ვეტერანებს თვიურად მხოლოდ და მხოლოდ 100 ლარი ერიცხებათ.
❗️ჩინოვნიკის ხელფასი 173-ჯერ აღემატება ვეტერანის დახმარებას.
იმ ჩინოვნიკისა, რომელიც არც ჯარშია ნამყოფი, არც საოკუპაციო ხაზთან და 2008 წლის ომის დროს, როცა 30 წლის იყო, ქვეყნის დასაცავად კი არ წავიდა, არამედ, გაეროში (UNDP) პროექტების ექსპერტობით იყო დაკავებული.
ხმა არც მაშინ ამოუღია, როცა მატლიან და დაობებულ საჭმელს აჭმევდნენ თურმე ჯარისკაცებს. არც მაშინ, როცა მინისტრი ბურჭულაძე და სხვები ჯარს დაუნდობლად ძარცვავდნენ.
ამ დროს, არსებული მონაცემებით, ბოლო 12 წელია, წელიწადში 2 ჯარისკაცი სიცოცხლეს სუიციდით ასრულებს.
კობახიძის ხელფასი 400%-ით კი იზრდება, მაგრამ რიგითი ჯარისკაცის ხელფასი წინა წელს მხოლოდ 195 ლარით გაიზარდა და 2142 გახდა. წელს ალბათ, 8,4%-ით გაეზრდებათ.











კომენტარები