• რეკლამა
  • კონტაქტი
18:16, სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხელშეკრულება შეიცვალა – რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების რეაბილიტაცია ₾6.6 მილიონამდე გაძვირდა

ალია ავტორი - ალია
16:28 10-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
159

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურსა და შპს „სმარტ სოლუშენსს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეიცვალა, რის შედეგადაც რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 147,869 ლარით გაიზარდა.

შედეგად, პროექტის ჯამურმა ბიუჯეტმა 6,525,272 ლარის ნაცვლად 6,673,141 ლარი შეადგინა.

შეთანხმების დოკუმენტის თანახმად, ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის მიზეზი სამუშაოების პროცესში წარმოქმნილი „ახალი, ობიექტური და გაუთვალისწინებელი ტექნიკური გარემოებებია“, რომელთა განსაზღვრაც თავდაპირველი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისას შეუძლებელი იყო.

დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტში შევიდა ტექნოლოგიური კორექტირებები:

  • ბორდიურების ცვლილება: თავდაპირველად გათვალისწინებული ღარ-ბორდიურის ნაცვლად, საგზაო ნაწილის მდგრადობის გაზრდის მიზნით, გადაწყდა მონოლითური ბეტონის ბორდიურის მოწყობა თანამედროვე დანადგარით.
  • ახალი სამუშაოები: სანიაღვრე ქსელების გამართული ფუნქციონირებისა და მიწისქვეშა/მიწისზედა ინფრასტრუქტურასთან თანხვედრისთვის პროექტს დაემატა ახალი კომპონენტები. მათ შორის, დაზიანებული ასფალტობეტონის მოხსნა და გლდანის ნაგავსაყრელზე გატანა, B-30 კლასის ბორდიურების მოწყობა, თუჯის ჩარჩო-ცხაურები, რკინა-ბეტონის ჭები და სხვა.

დოკუმენტაციის მიხედვით, ახალ ფასებზე წარმოდგენილია შპს „რეალექსპერტის“ ინსპექტირების ანგარიში, ხოლო პროექტის ავტორი კორექტირებულ დოკუმენტაციას ეთანხმება.

ცვლილების საფუძველზე კომპანიას დაევალა, წარადგინოს ხელშეკრულების შესრულების გაზრდილი საბანკო გარანტია. შეთანხმება ძალაში 2026 წლის 9 ოქტომბერს შევიდა.

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ თავდაპირველი ხელშეკრულება თბილისის მერიასა და შპს „სმარტ სოლუშენსს“ შორის 2026 წლის 10 ივლისს გაფორმდა. პროექტი მთაწმინდის რაიონში, მ. კოსტავას ქუჩისა და შ. რუსთაველის გამზირის (თ. ჭოველიძის ქუჩიდან სავაჭრო ცენტრ „მერანამდე“) მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორი “სმარტ სოლუშენსი” გზის სამივე მონაკვეთში საკონტრაქტო პირობების გამოვლენილი დარღვევისთვის ჯამურად 11-ჯერ დააჯარიმა. მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოვლენილი დარღვევა მოიცავდა კონტრაქტის იმ მუხლის შეუსრულებლობას, რაც კონტრაქტორს 24 საათის განმავლობაში მუშაობას ავალდებულებდა.(ბიემჯი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!
ახალი ამბები

მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!

17:30 10-13-2026
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
ახალი ამბები

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

14:03 10-13-2026
თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო

13:13 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved