უფლებადამცველი მარიკა არევაძე პატიმარ გიორგი დავითაძეზე ინფორმაციას ავრცელებს:
,,ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება !
გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს.
როგორც გიორგიმ მითხრა:
– საკანში მყოფს, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა. ამ შეურაცხყოფაზე გიორგის ქონდა საპასუხო სიტყვიერი რეაგირება;
– მას ჩამოართვეს ტელევიზორი (როგორც ჩანს არ სურთ დაინახოს ხალხის მხარდაჭერა).
გამოსვლისას შემთხვევით ვნახე სახალხო დამცველის წარმომადგენელი, მივაწოდე ინფორმაცია და მოვითხოვე რომ დღესვე ნახონ გიორგი.“











კომენტარები