მოსკოვის რეგიონის მიმართულებით 400-ზე მეტი დრონით შეტევა განხორციელდა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, ორშაბათს საღამოდან რეგიონის მიმართულებით 417 უპილოტო საფრენი აპარატი მიფრინავდა.
მათი უმეტესობა შორეულ მისადგომებთან გაანეიტრალეს, 65 კი – მოსკოვთან მიახლოებისას.
„12 ოქტომბრის 20:30-დან 13 ოქტომბრის 07:00 საათამდე მოსკოვის რეგიონის მიმართულებით 417 უპილოტო საფრენი აპარატი მოფრინავდა. მათი უმეტესობა საჰაერო თავდაცვის ძალებმა შორეულ მისადგომებთან გაანეიტრალეს. 65 უპილოტო საფრენი აპარატი კი მოსკოვთან მიახლოებისას გაანადგურეს”, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.











კომენტარები