ჟურნალისტი, გამოცემა თაიმერის დამფუძნებელი, ბერდია კალანდია:
10 000 ლარად დევნილმა რა უნდა იყიდოს, ამიხსენით, თუ შეიძლება!
სახლი? ბინა? მიწის ნაკვეთი, რომელზეც ოდესმე სახლს ააშენებს?დევნილი ოჯახი წლებია ელოდება საკუთარ ჭერს, უსაფრთხო საცხოვრებელს და ნორმალური ცხოვრების დაწყების შესაძლებლობას. ახლა კი ეუბნებიან, რომ საცხოვრისის ნაცვლად ფულად კომპენსაციას სთავაზობენ-10 000 ლარსთუ ეს თანხა საცხოვრებლის შესაძენად საკმარისი არ არის, მაშინ რაში მდგომარეობს ამ პროგრამის აზრი? სახელმწიფოს ვალდებულება მხოლოდ ის არის, რომ ადამიანს გარკვეული თანხა მისცეს და საცხოვრებლის პრობლემა მის ნაცვლად თავად დევნილმა მოაგვაროს?ადამიანი, რომელიც დევნილად მარტო არის რეგისტრირებული, 10 000 ლარს მიიღებს და მერე რა? რა უნდა ქნას ამ თანხით? ბინა იყიდოს, სახლი ააშენოს თუ მთელი ცხოვრება სხვის ჭერქვეშ გაატაროს?











კომენტარები