ქართული ოცნების გუნდის ლიდერი, ირაკლი კობახიძე, ბრიფინგზე, ბიძინა ივანიშვილის შესახებ დასმული კითხვის პასუხად, ამბობს, რომ მას ცოტა ხნის წინ ესაუბრა და საქართველოშია.
საქართველოშია. თბილისში თუ არა, არ ვიცი, ვერ გეტყვით, შეიძლება ვიცოდე და მაინც ვერ გეტყვით. ძალიან ხშირად ჩვენ ვიღებთ მისგან რჩევებს. ერთად განვიხილავთ საკითხებს, ის არის აქტიურად ჩართული პოლიტიკურ საკითხებში, როგორც გუნდის ლიდერი.
მმართველი გუნდი, მისი ლიდერიც ანგარიშვალდებულია, ბუნებრივია, ქართველ ხალხთან. მას ფორმალურ თანამდებობაზე ყოფნის ინტერესი არ ქონია არასდროს. მას ამისი ინტერესი არ ქონია და ეს არის მისი განწყობა.











კომენტარები