• რეკლამა
  • კონტაქტი
15:36, ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბევრი არ დამეთანხმება ალბათ, მაგრამ მაინც ვიტყვი”- იაგო კაჭკაჭიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:54 10-12-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
337

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი:

იმაში, რასაც ახლა დავწერ, ბევრი არ დამეთანხმება ალბათ, მაგრამ მაინც ვიტყვი.
IRI-ის რეიტინგებმა გვაჩვენა, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის წილი გაცილებით მეტია, ვიდრე რომელიმე (და ერთად აღებული) ოპოზიციური პარტიის ამომრჩევლების (რომელიმე ოპოზიციურ პარტიას ჯამში ირჩევს 17-20%, ხოლო მიუკუთვნებელი ხმების წილი არის 38% (გარდა პოზიციისა „არ წავალ არჩევნებზე“). უნდა ვივარაუდოთ, რომ ქ/ოცნების ამომრჩეველს საკუთარი არჩევანის არგამჟღავნებისთვის სერიოზული დაბრკოლება არ გააჩნია. ჰოდა, მაღალი ალბათობით, ეს 36% (ან 39% თუ არჩევნებზე წამსვლელთა შორის დავითვლით) – ქ/ოცნების მხარდაჭერის ჭერია (ამ ეტაპზე!).
ხელისუფლება კი ცდილობს, რომ ოპოზიციური პარტიების გამოხატული მხარდაჭერა ოპოზიციური ამომრჩევლის სრულ მოცულობას გაუთანაბროს, მაგრამ ამ თვალთმქაცური პროპაგანდის სისუსტე ზედაპირზე დევს.
ჰოდა, მთავარი სათქმელი ახლა მაქვს: ნუ დავსვამთ ტოლობის ნიშანს ქ/ოცნების ამ ეტაპზე (!) ამომრჩევლებსა და ქ/ოცნების „ავთენტურ“ ამომრჩევლებს შორის. ქ/ოცნების პოლიტიკური ელიტის მდგრადობის ხარისხი ავტომატურად არ ვრცელდება ქ/ოცნების ამომრჩევლებზე. შეიძლება ახლა ვინმე ამბობდეს, რომ ქ/ოცნებას ირჩევს, მაგრამ ამ არჩევანში არ იყოს დარწმუნებული, ეჭვები ჰქონდეს. მეტიც: შეიძლება ვინმეს ქ/ოცნება სულაც არ მოსწონდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ხმას აძლევდეს იმიტომ, რომ, მაგალითად, მშვიდობის გარანტად ის წარმოუდგენია.
მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ის, ვინც დღეს ქ/ოცნების ამომრჩეველია, იმას ვეღარაფერს გააგებინებ და არჩევნს ვეღარ შეაცვლევინებ, რადგან ამაზე უარესი აღარაფერი მოხდება და თუ ვინმე აქამდე არ „განქოცდა“, არასოდეს „განქოცდება“. ამაზე უარესიც შეიძლება მოხდეს და ხელისუფლების მხარდაჭერა მისსავე ამომრჩევლების ნაწილშიც კი გადაისინჯოს.
იმის თქმა მინდა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლები უნდა ელაპარაკონ არა მხოლოდ ე.წ. გადაუწყვეტლებს, არამედ ქ/ოცნების „რბილ“ ამომრჩევლებსაც. და თუ ვინმე ქ/ოცნების სასარგებლოდ რაიმეს აღნიშნავს, არ უნდა ჩამოვწეროთ როგორც „გამოუსწორებელი“ ან „მარადიული ქოცი”. ვიცი, რომ ეს მარტივად განსახორციელებელი არ არის, მაგრამ ადვილი კანგაცლილი მზესუმზირის ჭამაა.
ამის სანაცვლოდ, რა ხდება დღეს? ჩვენ გვაქვს პოლარიზაცია არა მხოლოდ ხელისუფლების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის – ამას კიდევ ოპოზიციური ველის შიდა პოლარიზაციაც დაემატა, როდესაც ერთი ოპოზიციური პარტიის ამომრჩეველი მეორის „გაშავებითაა“ დაკავებული. ასე ვერ გაიზრდება ვერ ოპოზიციური ამომრჩევლების წრე და ვერც ის სინერგია მოხდება, რაც ოპოზიციური ამომრჩევლის გააქტიურებასა და თანამშრომლობას გამოიწვევს. საპირისპირო კი შეიძლება მოხდეს – გაიზარდოს ნიჰილისტი ოპოზიციური ამომრჩევლის წილი, რომელიც სახლში დარჩება და მხოლოდ სამზარეულოებში გამოუშვებს სკაბრეზულ ორთქლს ყველა მიმართულებით. ეს კი წყალს მხოლოდ ქ/ოცნების წისქვილზე დაასხამს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა

14:13 10-12-2026
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

12:36 10-12-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved