ძამის ხეობაში ვიზიტორების მანქანა გზიდან გადავარდა. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი – ამის შესახებ ინფორმაციას “ქართლის ამბები ავრცელებს”.
როგორც გამოცემას ქარელის საავადმყოფოში განუცხადეს, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ექვსი პირი იყო დაშავებული, მათ შორის, 4 ბავშვი. ნაწილი გაეწერა, ორი ისევ აგრძელებს მკურნალობას.” – აცხადებს კლინიკის ექიმი
შსს-ს განცხადებით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.











კომენტარები