რეგიონებში სასკოლო ინფრასტრუქტურის პრობლემები მწვავდება. ხაშურში დახურულ სკოლებს კიდევ ორი დაემატა, რის გამოც 1 500-მდე მოსწავლეს სასწავლო პროცესის გაგრძელება დისტანციურად ან სხვა სკოლებში უწევს.
ამ ფონზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების მშენებლობა-რეაბილიტაციის დაფინანსებას 450 მილიონ ლარამდე ამცირებს. პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ თანხით ქვეყანაში არსებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება შეუძლებელია.
საქართველოში გრძელდება განათლების სისტემის მიზანმიმართული დასახიჩრება. ეს არის ხაშურის N 4 საჯარო სკოლა, უფრო სწორედ, აქ უნდა იყოს ხაშურის N 4 საჯარო სკოლა, მაგრამ ვხედავთ, რომ არის მხოლოდ საძირკველი უკვე 5 წლის განმავლობაში. ამ საძირკველში უკვე დაიხარჯა მილიონ 900 ათასი. ახლა გადაწყვიტეს, რომ საძირკველის დემონტაჟი უნდა მოხდეს, იმიტომ, რომ თითქოს არ პასუხობს ახალი სკოლის მოთხოვნებს. სკოლებს ანგრევენ და ვეღარ აშენებენ. უფრო მეტიც, განათლების სამინისტრომ და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გადაწყვიტეს, რომ სკოლები არ არის პრიორიტეტი. მოგიწოდებთ, გონივრულად იმოქმედეთ, დაუბრუნეთ ბავშვებს სკოლები, – განაცხადა ქეთი თურაზაშვილმა.











კომენტარები