თხპ–ის ერთ–ერთი ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი:
ეროვნულმა ბანკმა ამ წელს 3 მილიარდი დოლარი დაასაწყობა რეზერვებში და ამის სანაცვლოდ 8 მილიარდი ლარი დაბეჭდა.
ანუ დოლარი უნდა გაიაფებულიყო და მასთან ერთად ბენზინი, ტელეფონები, მანქანები და ყველა სხვა იმპორტირებული პროდუქტიც. ოღონდ, ეს არ მოხდა და სანაცვლოდ 8 მილიარდი ლარით მეტი აღმოჩნდა ეკონომიკაში.ბანკებში იმდენი ფული აღმოჩნდა, რომ ბანკებმა ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აღება შეწყვიტეს და ეს-ეს იყო, მათი სესხები უნდა გაიაფებულიყო. აბა, პროცენტს თუ არ დაწევ, სხვაგვარად ამდენ ფულს როგორ გაასესხებ? მაგრამ არც სესხის გაიაფებდა უნდა ეროვნულ ბანკს, ამიტომ ის იქით უხდის კომერციულ ბანკებს 8.25%, რომ ბანკებმა ფული უკან ეროვნულ ბანკს ასესხონ.თუმცა მოგვიანებით ეს ფული მაინც დაბრუნდება ეკონომიკაში და ისედაც მაღალი ინფლაციის პირობებში, კიდევ უფრო დააჩქარებს ფასების ზრდას.
ჰოდა, რომ არა ეროვნული ბანკი ახლა დოლარი იქნებოდა ბევრად უფრო იაფი, ფასები ბევრად უფრო დაბალი, და სესხის პროცენტი ბევრად ნაკლები. და ამ ვითარებაში ხალხი ვინმე ყეინიშვილზე ნერვიულობს, რომლის კორუფციულ წარსულზე ყველამ იცოდა, მაშინაც როცა “ოპოზიციის ლიდერი” სალომე ზურაბიშვილი წარადგენდა და მაშინაც, როცა “ქართული ოცნება” ამტკიცებდა. არადა ყეინიშვილი კი არა, ეროვნული ბანკის მთელი მმართველობაა დასაჭერი ქართველი ხალხის უპრეცედენტო მასშტაბისა და დროში გაწელილი ძარცვის გამო.











კომენტარები