ბალტიის ქვეყნების ლიდერები EU-ში რუსული მარცვლეულის ტრანზიტის აკრძალვას ითხოვენ
ესტონეთმა, ლატვიამ და ლიტვამ ევროკავშირს ბლოკის ტერიტორიაზე რუსული მარცვლეულის ტრანზიტის აკრძალვისკენ მოუწოდეს.
პრემიერმინისტრმა კრისტენ მიხალმა, პრემიერმა ანდრის კულბერგსმა და პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ერთობლივი წერილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს გაუგზავნეს.
“რუსეთი უკრაინულ პორტებს ბომბავს და ხელს უშლის უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე გატანას, ამავდროულად კი შემოსავლის მიღებას ცდილობს საკუთარი მარცვლეულის EU-ს გავლით ტრანსპორტირებით. ჩვენმა ინფრასტრუქტურამ რუსეთს ომის დაფინანსებაში ხელი არ უნდა შეუწყოს”. – თქვა მიხალმა.
წერილში ლიდერები უკრაინული საქონლის მსოფლიო ბაზრებზე გასატანად EU-სა და უკრაინას შორის სოლიდარობის მარშრუტების გაძლიერებასაც ითხოვენ. მიხალი საკითხის დაყენებას მომავალ კვირას დაგეგმილ ევროპული საბჭოს შეხვედრაზეც აპირებს.
ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს ესტონეთმა საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთისა და ბელარუსის მარცვლეულის ტრანზიტი უკვე აკრძალა.











კომენტარები