• რეკლამა
  • კონტაქტი
22:03, პარასკევი, 9 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე „წლის კომპანიად“ დასახელდა

ალია ავტორი - ალია
18:54 10-08-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
239

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელმა, წამყვანმა საერთაშორისო კომპანია Aqualia-მ, iAgua Awards 2026-ის საზეიმო ცერემონიაზე „წლის კომპანიის“ ჯილდო მოიპოვა. დაჯილდოება წყლის სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების – Smart Water Summit 2026-ის ფარგლებში გაიმართა. კონგრესმა 500-ზე მეტი დელეგატი და 141 სპიკერი გააერთიანა წყლის რესურსების მართვის თანამედროვე გამოწვევებისა და განვითარების გზების განსახილველად.

აღნიშნული ჯილდო განსაკუთრებით სიმბოლურია, რადგან წელს Aqualia-ს ბრენდი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სანტიაგო ლაფუენტემ, მიღებული ჯილდო Aqualia-ს 15,000-ზე მეტ თანამშრომელს მიუძღვნა, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ მსოფლიოს მასშტაბით 45 მილიონზე მეტი მომხმარებლისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სერვისის მიწოდებაზე.

„უკვე მეოთხედი საუკუნეა, ეს ბრენდი ჩვენს მთავარ ღირებულებებს – მაღალ პასუხისმგებლობას, ინოვაციასა და მდგრადობას აერთიანებს“, – აღნიშნა სანტიაგო ლაფუენტემ.

iAgua-ს აღიარება Aqualia-სთვის გამორჩეულად წარმატებულ წელს მოჰყვა. კომპანიამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ნაბიჯი გადადგა და 30-წლიანი კონტრაქტებით იაპონიის ბაზარზე შევიდა – ეს ესპანური წყლის ოპერატორებისთვის პრეცედენტული შემთხვევაა. ამასთანავე, მიმდინარე წელს Aqualia-მ პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცა ესპანეთში, საფრანგეთსა და პერუში.

Aqualia წყლის მენეჯმენტის საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელთა რაოდენობით ევროპაში მეოთხე, ხოლო მსოფლიოში მეცხრე ადგილს იკავებს. კომპანია მსოფლიოს 19 ქვეყანაში 45 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება

14:22 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved