რუსეთის ტვერის ოლქში, რედკინოს საცდელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია “ტელეგრამ” არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქარხანაზე, რომელიც Kh-55 და Kh-101 ფრთოსანი რაკეტებისთვის საწვავის კომპონენტებს, ასევე დიზელის საწვავისა და საავიაციო ნავთის დანამატებს აწარმოებს, თავდასხმა თებერვალშიც განხორციელდა.
ქარხანა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმოების ჯაჭვის ნაწილია, რომელიც სარაკეტო და საავიაციო ინდუსტრიებს სპეციალიზებული ქიმიური პროდუქტებით ამარაგებს.











კომენტარები