შსს–ს ცნობით ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე თბილისში დააკავეს.
უწყება წერს, რომ დაკავებული, სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე ჯგუფური მკვლელობის, ხულიგნობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.
შსს–ს ინფორმაციით, ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.











კომენტარები