• რეკლამა
  • კონტაქტი
18:13, ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

7 ფაქტი ქართულ ძიუდოზე – ლაშა გოდუაძე

ალია ავტორი - ალია
16:19 10-08-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

სპორტული ჟურნალისტი, ბლოგერი, ლაშა გოდუაძე:

როგორც სპორტის სტატისტიკის მოყვარული, ტატო გრიგალაშვილის ჩემპიონობას 7 ფაქტით გამოვეხმაურები:
🇬🇪🥋🥇 ტატო გრიგალაშვილი მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიოს პირადი პირველობის 4 ოქრო დღევანდლამდე საქართველოს სახელით მოასპარეზე მხოლოდ 4 ათლეტს ჰქონდა: ძალოსან ლაშა ტალახაძეს – 7 (ის რეკორდსმენია) და სამ მოჭიდავეს, რომან რურუას (ბერძნულ-რომაული; 1966, 1967, 1969, 1970), ლევან თედიაშვილს (თავისუფალი; 1971, 1973, 1974, 1975) და ლერი ხაბელოვს (თავისუფალი; 1985, 1987, 1990, 1991).
🇬🇪🥋🥇 ტატო მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი 26 წლის ასაკში გახდა, რითაც ლაშა ტალახაძის რეკორდი გაიმეორა. 2019 წელს, როცა ლაშა პატაიაში (ტაილანდი) მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ასევე 26 წლის იყო. რომან რურუამ, ლევან თედიაშვილმა და ლერი ხაბელოვმა მსოფლიო ჩემპიონატების მე-4 ოქროს მედალი 27 წლის ასაკში მოიგეს.
🇬🇪🥋🥇 ტატო ზედიზედ მეექვსედ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ამაზე უკეთესი შედეგი კი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატებზე, მამაკაცთა ნებისმიერ წონით კატეგორიაში, მხოლოდ ლეგენდარულ ტედი რინერს აქვს. ფრანგმა გოლიათმა 2007-2017 წლებში ზედიზედ 8-ჯერ იასპარეზა +100კგ წონის ფინალში.
🇬🇪🥋🥇 ტატოს მსოფლიო ჩემპიონატებზე 4 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი აქვს, მსოფლიოს პირადი პირველობის 6 ჯილდო კი ქართველ ძიუდოისტთა შორის აქამდე მხოლოდ ვარლამ ლიპარტელიანს ჰქონდა. თუმცა ის არასდროს ყოფილა ჩემპიონი – 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.
🇬🇪🥋🥇 ტატო ზედიზედ მე-5 წელია მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ფინალებში ასპარეზობს, რაც საუკეთესო შედეგია საბრძოლო სახეობებში ქართველ სპორტსმენთა შორის.
🇬🇪🥋🥇 ჩვენი სპორტის ისტორიაში ძიუდოისტებმა (ვაჟთა ნაკრების და შერეული გუნდის ჩათვლით) მეოცედ იზეიმეს მსოფლიოს ჩემპიონობა, მათზე მეტი მსოფლიო ოქრო კი მხოლოდ მოჭიდავეებს აქვთ: „თავისუფლებს“ – 29 და „კლასიკოსებს“ – 26. თუ მხოლოდ 1992 წლიდან დავითვლით მსოფლიო პირველობების პირად ოქროს მედლებს, ანუ მას შემდეგ, რაც ქართული სპორტი დამოუკიდებელი გახდა, მაშინ ძიუდოისტები ერთპიროვნული ლიდერები არიან 12 ტრიუმფით.
🇬🇪🥋🥇 ზედიზედ მე-6 წელია საქართველოს მინიმუმ 1 მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს ოლიმპიურ სახეობებში. ჩვენი სპორტის ისტორიაში ამაზე ხანგრძლივი სერია მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა: 1985 წლიდან 1991 წლის ჩათვლით, მიჯრით 7 წელი მსოფლიო ჩემპიონატის მინიმუმ ერთი ოქროს მედლით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
ახალი ამბები

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად

16:51 10-08-2026
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი
ახალი ამბები

მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი

14:30 10-08-2026
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

13:56 10-08-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved