• რეკლამა
  • კონტაქტი
17:18, ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე, პაპუაშვილი – ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია 445 ხმით დაამტკიცა

ალია ავტორი - ალია
14:33 10-08-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
596

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ“. კენჭისყრისას 97-მა ევროპარლამენტარმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

დოკუმენტში ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას და საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის დაუყოვნებლივ გაწვევას მოითხოვს.

ამასთან, ევროპარლამენტი ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის წინააღმდეგ პერსონალური სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციაში საუბარია საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის, მედიის თავისუფლების შეზღუდვისა და პოლიტიკური დევნის შესახებ.

ევროპარლამენტი ასევე მოითხოვს ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას და კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ.

„ვინაიდან, საქართველოში ვითარება სულ უფრო უარესდება, მეტი უკუსვლით დემოკრატიის, მედიის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის კუთხით „ქართული ოცნების” მთავრობის ქმედებების გამო, რომლებიც სულ უფრო არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის კოპენჰაგენის კრიტერიუმებს;

ვინაიდან, 2025 წლის ნოემბერში „ქართული ოცნების” მიერ კონტროლირებადმა პარლამენტმა ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, „კოალიცია ცვლილების” და „ძლიერი საქართველოს – ლელოს” აკრძალვის მოთხოვნით; „ფედერალისტები” მოგვიანებით დაამატეს სარჩელში, 2026 წლის სექტემბერში, დაემატა „საქართველოსთვის” – ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რაც ლეგიტიმურ პოლიტიკურ ოპოზიციას ანადგურებს;

ვინაიდან, ეს სასამართლო საქმეები „ქართული ოცნების” უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიცაა პოლიტიკური პლურალიზმის განადგურებით საქართველოს ერთპარტიულ რეჟიმად ქცევა, რუსეთისა და ბელარუსის მოდელების მსგავსად, რაც კრემლის მიზანს ემსახურება, რომ საქართველო ევროპული და ევრო-ატლანტიკური სივრცის მიღმა დატოვოს;

ვინაიდან, მოსამართლეები საკონსტიტუციო სასამართლოში დაინიშნნენ 2026 წლის სექტემბერში, რამაც ეჭვები გააჩინა სასამართლო საქმეებში მათ დამოუკიდებლობაზე;

ვინაიდან, „კონრად ადენაუერისა” და „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდები” იძულებული გახდნენ დაეხურათ თბილისის ოფისები 2026 წლის სექტემბერში, მას შემდეგ რაც მთავრობამ უარყო “გრანტების შესახებ კანონი” ფარგლებში პროექტების დაფინანსების თაობაზე მათი განცხადებები;

ვინაიდან, მრავალი ჟურნალისტი იქნა დაპატიმრებული იმისთვის, რომ ინფორმაციას ავრცელებდნენ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეპრესიებზე.

[ევროპარლამენტი] მკაცრად გმობს საქართველოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას და მოითხოვს მათ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გატანას; ხაზს უსვამს, რომ მოქმედი პოლიტიკური ოპოზიცია დემოკრატიის განუყოფელი საყრდენია და რომ ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის სასამართლო გზით განადგურება შეუთავსებელია დემოკრატიასთან; აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ერთადერთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა ძირს უთხრის რეჟიმის წინა ნარატივს, რომლის თანახმადაც, მისი სამიზნე მხოლოდ „ბოიკოტის რეჟიმში მყოფი“ პარტიებია.

ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლების მოწოდებით გამოდის, მათ შორის ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძისა და ნიკა მელიასი, და ყველა იმ პირის, ვინც მშვიდობიანი პროტესტისთვის დააპატიმრეს;

მოწოდებით გამოდის, გაუქმდეს პოლიტიკურად მოტივირებულ „საბოტაჟში” ბრალდებები;

მოწოდებით გამოდის, გაიწვიონ დებულებები, რომლებიც არაპროპორციულ აკრძალვებს უშვებს პარტიებისა და პირების წინააღმდეგ, ვინც ასოცირებული არიან აკრძალულ პარტიებთან;

გმობს კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად;

მოწოდებით გამოდის, დასრულდეს ევროპული პოლიტიკური ფონდებისთვის ხელის შეშლა;

სინანულს გამოთქვამს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების უმრავლესობის მხრიდან ქმედებების მუდმივი არარსებობის გამო, რათა ხელშესახები შედეგები შექმნან საქართველოში სულ უფრო მძიმე ვითარებისთვის;

ხელახლა იმეორებს თავის მოწოდებას პერსონალური სანქციებისა და სავიზო აკრძალვების შესახებ მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, ძალადობრივ რეპრესიებსა და პოლიტიკურ დევნაზე, უპირველეს ყოვლისა ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის წინააღმდეგ;

[ევროპარლამენტი] ხელახლა იმეორებს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი თავის მხარდაჭერას; [ევროპარლამენტი] იმეორებს თავის არაერთხელ გაჟღერებულ გაფრთხილებას, რომ ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს და გამორიცხავს ნებისმიერ ნაბიჯს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ;

[ევროპარლამენტი] ავალებს თავის პრეზიდენტს, რომ რეზოლუცია გადასცეს საბჭოს, ევროკომისიას, უმაღლეს წარმომადგენელს, წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს თვითდანიშნულ მთავრობას”, – ნათქვამია რეზოლუციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
ახალი ამბები

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად

16:51 10-08-2026
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი
ახალი ამბები

მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი

14:30 10-08-2026
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

13:56 10-08-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved