სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
მამა შვილს მოეფერა და უთხრა, გარეთ დაგელოდები, შაურმა ვიყიდოთო. ეს იყო მათი ბოლო საუბარი და ჩახუტება.
ზუსტად 5 წლის წინ, ამ დღეს, ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა. რასაც 3 ბავშვი და 6 ზრდასრული ემსხვერპლა.
კორპუსის მაცხოვრებლებს მანამდე ბათუმის მერიაში განცხადებაც შეუტანიათ. დახმარებას ითხოვდნენ:
აივნებმა დაიწია, სახლი გვენგრევაო, მაგრამ როგორც თავად ჰყვებიან, მერიას უპასუხია- თქვენი პრობლემააო
🛑მართალია, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებდა: – “ჩვენ ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავამკაცროთ რეგულაციები. საერთოდ ნებართვის გაცემის პროცედურები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს და ასეთი შეცდომა მეორედ აღარ უნდა განმეორდესო.”
❗️მაგრამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, ყველაფერი სულ პირიქით მოხდა.
მალევე ხელისუფლებამ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყო. კოდექსში ცვლილებები დაჩქარებული წესით შეიტანეს.
მშენებლობები ნებადართული გახადეს – შენობის სიმტკიცის, მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოებისა და ევაკუაციის ნორმების დაცვის გარეშე.
ტრაგედიაც არ აღმოჩნდა საკმარისი, გასამდიდრებლად მოსული პარტიის წევრებისთვის, რომ მოქალაქეების სიცოცხლე ამის შემდეგ მაინც უფრო დაცული ყოფილიყო.
❗️დღეს ბათუმი რკინა-ბეტონისა და რუსების ქალაქად არის ქცეული.











კომენტარები