• რეკლამა
  • კონტაქტი
14:12, ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამირან გამყრელიძე – სიფრთხილისა და შესაბამისი ზომების მიღება აუცილებელია – რუსეთიდან ან თუნდაც ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი

ალია ავტორი - ალია
11:53 10-08-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

სიფრთხილისა და შესაბამისი მზადების ზომების მიღება აუცილებელია – რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი, – ასე ეხმაურება „ინტერპრესნიუსთან“ რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, 2014 წელს, მაშინ, როდესაც ებოლას დიდი აფეთქება იყო დასავლეთ აფრიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენგან შორს იყო, შესაბამისი მზადყოფნის ზომები მაინც გატარდა.

ამასთან, განმარტა, რომ ქვეყანაში დიდი პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ საყურადღებოა ის, რაც ხდება.

„ჯერ გაურკვეველია, რაც ირკუტსკის ინსტიტუტთან დაკავშირებით ხდება. მოგეხსენებათ, რუსეთში ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტი ერთ-ერთი დიდი ინსტიტუტია, განსაკუთრებით საშიშ ინფექციებთან დაკავშირებულ კვლევებში.

ირკუტსკის ოლქი ბევრი ინფექციის, მათ შორის შავი ჭირისთვის, გახლავთ ენდემური რეგიონი, სადაც მიმდინარეობს დაკვირვება გადამტანებზე. მხედველობაში მაქვს მღრღნელები, რომელთაც შავი ჭირი გადააქვთ. ამ ინსტიტუტში მიმდინარეობს მუშაობა შავი ჭირის მონიტორინგზე. მიზანმიმართული მუშაობა თუ არის შავი ჭირის ე.წ. რეზისტენტულ შტამებზე, ამას ვერავინ გეტყვით და არც იტყვიან.

ოფიციალური ვერსია იცით, რაც გამოქვეყნდა რუსეთის მიერ, რომ ეს ქალბატონი, რომელიც მუშაობდა ამ ინსტიტუტში, დაიღუპა დაუდგენელი გენეზის, არადიფერენცირებული გენეზის ფილტვების ანთებით. სხვადასხვა წყაროში წერია, რომ თითქოს ეჭვი მიიტანეს კორონავირუსზე და შესაბამისად, თითქოს მძიმე კოვიდით იყო გადაყვანილი საავადმყოფოში. ძალიან ბევრი წყარო ამბობს, რომ აქ იყო სწორედ ინჰალაციური, ანუ ფილტვისმიერი შავი ჭირი, რაც ძალიან მძიმე დაავადებაა.

შავი ჭირის დიდი უმრავლესობა გახლავთ ბუბონური… ბუბონური შავი ჭირი საკმაოდ კარგად ემორჩილება ანტიბიოტიკებით მკურნალობას და ადამიანები იკურნებიან. ბუბონური შავი ჭირის დროს სიკვდილიანობა 10%-ს არ სცილდება, ინჰალაციური, ანუ ფილტვისმიერი შავი ჭირის დროს კი ეს ადის ძალიან მაღლა და შეიძლება 100%-მდეც ავიდეს.

როგორც იცით, დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა იმის თაობაზე, რომ თითქოს მეორე შემთხვევაც არის გარდაცვალების, მაგრამ არავინ ადასტურებს, მით უმეტეს თვითონ რუსეთი არ ადასტურებს ამას.

აღნიშნულ ფაქტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აკვირდება, ასევე ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სხვადასხვა უსაფრთხოების სამსახური. ეს არის ბაქტერიული დაავადება და, რადგან ბაქტერიული დაავადებაა, ანტიბიოტიკოთერაპიას, განსაკუთრებით ტეტრაციკლინის ჯგუფს, ამინოგლიკოზიდების ჯგუფს, კარგად ემორჩილება, თუ ადრეულ ეტაპზე დაისვა დიაგნოზი და ადრეულ ეტაპზე დაიწყო მკურნალობა.

შავი ჭირის ენდემური კერები არსებობს ადამიანებშიც. შედარებით ბევრი შემთხვევაა აფრიკაში მადაგასკარსა და აფრიკის რიგ ქვეყნებში.

ირკუტსკი მოშორებით არის ჩვენგან და არ ვიცი, პირდაპირი ფრენა არსებობს თუ არა. თუ პირდაპირი ფრენა არის ირკუტსკიდან, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა მივიღოთ საზღვრების კონტროლის შესახებ ზომები, რაც უკვე მიიღო ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმა.

რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე, ვფიქრობ, უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი. ეს ყველაფერი პროტოკოლი და ასე შემდეგ სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს.

2014 წელს ებოლას დიდი აფეთქება იყო დასავლეთ აფრიკაში. ეს ქვეყნები ჩვენგან შორს იყო, მაგრამ შესაბამისი მზადყოფნის ზომები გავატარეთ, მაგალითად მარაგების შექმნა პირადი დაცვის საშუალებების, წამალ-მედიკამენტების და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ამას სახელმწიფო გააკეთებს.

ქვეყანაში დიდი პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ საყურადღებოა ის, რაც ხდება. დიდი ალბათობით, დღეს უკვე იციან შავი ჭირის პრევენცია და მკურნალობა, ანტიბიოტიკების არსებობის გამო. დიდი ალბათობით, დიდ პანდემიასთან საქმე არ უნდა გვქონდეს, მაგრამ საყურადღებოა და შესაბამისი მზადყოფნის რეჟიმთან დაკავშირებული პროტოკოლები უნდა იყოს დამუშავებული, რაც არსებობს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

13:56 10-08-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა

14:00 10-07-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა

13:23 10-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved