პედაგოგი, ალექსანდრე ბახტაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
პოლიციელი გმირია არა ის!
გმირი ვარ მე!
დღეში შვიდ გაკვეთილს ვატარებ, პლუს მე-11 კლასის დამრიგებელი ვარ!
ამას ისიც დაამატეთ: მოსწავლე თუ ცუდ ხასიათზეა – ჩემი ბრალია, თუ კარგზე – მშობლებისა და ამინდის! თუ დაბალ ნიშანს წერ – მოსწავლის გენიალობის აღქმა არ შეგიძლია!
თუ წაახალისებ და მოუმატებ – დამსახურებული შეფასებაა!
ეს ყველაფერი შეაჯამეთ, დაუმატეთ მასწავლებლის ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი (სამსახური სახლში მიგყვება – გვიანობამდე მუშაობ, სანამ უძილობისგან არ ითიშები. სიზმარში მაღვიძარა ბევრჯერ რეკავს, ყოველ ჯერზე გეღვიძება და ისტერიულად ამოწმებ, ხომ არ ჩაგეძინა და პირველ გაკვეთილზე ხომ არ აგვიანებ(?!))! ბოლოს, ამ ფონის გათვალისწინებით, მაინც პროფესიაში ვრჩებით და ფიზიკურად არავისზე არ ვძალადობთ (არც ხელით და არც “დუბინკით”) და “განაწყენებულ” მშობელს/მშობლებს ჩვეულებრივი, სამოქალაქო ტანსაცმლით ვხვდებით, ფარის, კასკისა და ბრონის ჟილეტის გარეშე!
ჰოდა, გმირობა არის ეს! იცოდე, ჩემო ფსიქიატრიულის განყოფილებად ქცეულო სამშობლოვ!











კომენტარები