• რეკლამა
  • კონტაქტი
02:48, ოთხშაბათი, 7 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვინც მე პინოჩეტის მადარებს, მინდა განგანათლოთ“ – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
23:48 10-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
88

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

„გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ შემოიხედეთ აქ და მეც მომისმინეთ, განსაკუთრებით ისინი ვინც მე პინოჩეტის მადარებს, მინდა განგანათლოთ.
ჩილეზე ბევრი წამიკითხავს, თან ჩილეს პრეზიდენტი სებასტიან პინერა (რომლის ძმა პინოჩეტის მთავრობის წევრი იყო) დამიძმაკაცდა და ბევრ დეტალში გამარკვია ჩვენი მრავალრიცხოვანი შეხვედრების დროს, ჩემი პრეზიდენტობისასაც და მერეც.
– პინოჩეტი მოვიდა სისხლიანი გადატრიალებით. დაამხო დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, რომლის ლიდერი სალვადორ ალიენდე პრეზიდენტის სასახლის LA MONEDA-ს ალყის დროს დაიღუპა. მისი მთავრობის რამდენიმე წევრი კი მოკლეს. მათ შორის, ემიგრაციაში მოკლეს ალიენდეს საგარეო მინისტრი ლეტელიე.
მე მოვედი მშვიდობიანი რევოლუციით, ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ შევარდნაძე, რომელიც არჩევნების უხეშად გაყალბების (ასეთი იყო საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასება) შემდეგ, უბრალოდ არალეგიტიმური იყო. შევარდნაძე არა მხოლოდ არ მოგვიკლავს, არამედ გავუშვით საპატიო პენსიაზე.
– პინოჩეტი ათწლეულები მარტავდა, ისე რომ არ ატარებდა არჩევნებს ფორმალურადაც კი. ჩემს დროს კი ცენტრალურ დონეზე ჩატარდა სუთი (საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც მსოფლიომ აღიარა თავისუფლად და დემოკრატიულად, თან ერთი არჩევნები ჩატარდა 2007 წელს ჩემი, საკუთარი სურვილით, გადადგომის შემდეგ.
– პინოჩეტიმ დახვრიტა 2700-ზე მეტი ოპოზიციონერი და აბა დამისახელეთ ერთი ჩემს დროს მოკლული ოპოზიციონერი.
– პინოჩეტის დროს იყო რამდენიმე ათეული ათასი პოლიტიკური პატიმარი და აბა ჩამოთვალეთ ჩემი დროინდელი პოლიტიკური პატიმრები? ახლა არ დამიწყოთ მოლაშვილზე და სხვა კორუფციონერებზე ტკიცებას.
პინოჩეტიმ აკრძალა ყველა პარტია და არასამთავრობო. ჩემს დროს ისინი თავისუფლად მოქმედებდნენ.
– პინოჩეტი ბოლოს იმდენად დარწმუნდა რომ ოპოზიცია ბოლომდე გაანადგურა, რომ საერთაშორისო წნეხის შესამსუბუქებლად, დანიშნა რეფერენდუმი საკუთარი ხელისუფლების მსოფლიოს თვალში ლეგიტიმაციისთვის და წააგო. ოღონდ გადადგა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სიცოცხლის ბოლომდე იმუნიტეტი მოიპოვა და სამუდამო სენატორად დანიშნეს
– მე წავედი ყოველგვარი გარანტიების გარეშე. უფრო მეტიც ჩამოვედი აქ 99% გარანტიით რომ ციხეში აღმოვჩნდებოდი
– პინოჩეტიმ რეფერენდუმის შედეგები რომ ნახა, აღიარებაზე უარი თქვა, სანამ არმიამ, კერძოდ საჰაერო ძალების სარდალმა ფერნანდო მატეომ არ აიძულა. მე 3 წუთში ვაღიარე.
– პირველი სისხლის სამართლის საქმე პინოჩეტის წინააღმდეგ აღძრა არა ჩილემ, სადაც მას იმუნიტეტი იცავდა, არამედ ესპანელმა მოსამართლემ, ბალთაზარ გარსონმა და ის ინტერპოლის ცირკულარით ჰყავდათ დაკავებული ლონდონში.
ჩემზე საქმე აღძრეს ქართველებმა და არცერთმა სხვა ქვეყანამ ეს არ აღიარა. ხოლო ინტერპოლმა უარი თქვა ჩემს ძებნაში გამოცხადებაზე.
– და ბოლოს პინოჩეტის მის ანგარიშებზე აღმოუჩინეს 30 მილიონ დოლარზე მეტი (დღევანდელი 100 მილიონი დოლარი) და ჩემს წაღებულს დღემდე ეძებენ და 1 დოლარი ვერ მიპოვეს.
მე ვათრიე საქართველო წინ, რაც შემეძლო, თუნდაც არასრულყოფილი, მაგრამ მაინც დემოკრატიის პირობებში.
პინოჩეტად გადაქცევის ვარიანტი მე მქონდა სწორედ 2012 წელს, შემეძლო როგორც ეს პინოჩეტიმ გააკეთა, გამეუქმებინა არჩევნები, მასობრივად დამეჭირა ოპოზიცია, დამეკეტა მედია და დიდი ალბათობით დამეღვარა სისხლი და როგორც პინოჩეტის, ამ გზით გამეგრძელებინა ქვეყნის განვითარება, მაგრამ მე ეს ერთი წუთითაც არ განმიხილავს, ვინაიდან ჩემთვის ეს იყო სრულიად მიუღებელი ფასი.
ასე რომ ბოდიში ყველას, მაგრამ მე პინოჩეტიდ არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა არ ვაპირებ ამ გზაზე დადგომას, რომც გამაჩნდეს შესაძლებლობა. ამავე დროს ისიც ვიცი, რომ გარდამავალ პერიოდში საჭირო იქნება არა რაღაც ამორფული კოალიცია, არამედ სწორედაც ძლიერი ლიდერი, ეწყინება ეს ვინმეს თუ არა!
აბა კიდევ რა არგუმენტები მოგიყვანოთ, რომ შეწყვიტოთ ღნავილი „ადრეც ყოფილა, რომ დიქტატორები არჩევნებით წასულან“, ეს დაახლოებით იმავე ოპერიდანაა – „21-ე საუკუნეში დენს ნუ გვამადლითო“, ჩადით აბა დღევანდელ რესურსებით მდიდარ ნიგერიაში და დარწმუნდით, რომ 2026-შიც კი არ აქვთ დენი.
ეს კარგად ვიცი, იმიტომ რომ ტყვედ ჩავარდნის წინ ნიგერიის მთავრობამ მიმიწვია და 50 ათასი დოლარი გადამიხადა 2 საათიანი ლექციისთვის „როგორ მოვიყვანოთ დენი“. ნუ ჩემმა ჩასვლამ არ უშველა სამწუხაროდ და ის ფული კი ტყვედ ყოფნის დროს საერთაშორისო ადვოკატებზე დამეხარჯა მთლიანად.
და კიდევ ერთი რამ მინდა დაიმახსოვროთ, ძლიერი ლიდერი არ ნიშნავს დიქტატორის და დიქტატორი არ ნიშნავს ძლიერ ლიდერს (იხილეთ ივანიშვილი).
თუ ვინმეს შიშები აწუხებს ძლიერ ლიდერებთან დაკავშირებით, ეს უფრო კომპლექსებზე მეტყველებს და არა ლიდერის არა საჭიროებაზე.“
თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო

17:37 10-06-2026
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
ახალი ამბები

ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია

17:31 10-06-2026
არქი
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე Archi Grand Avenue-ის ბინებზე – მხოლოდ 24 ოქტომბერს!

14:58 10-06-2026
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“

13:55 10-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved