• რეკლამა
  • კონტაქტი
19:42, სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო

ალია ავტორი - ალია
17:37 10-06-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ახალი დაფინანსება ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს ინვესტირებაში, ზრდასა და კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებაში დაეხმარება.

2026 წლის 6 ოქტომბერი –  შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) აძლიერებს საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას ბაზისბანკისთვის 25 მილიონი ევროს ოდენობის ახალი დაფინანსების გამოყოფით. შესაბამის შეთანხმებას ხელი „ბიზნეს დიალოგის“ ფორუმის ფარგლებში მოეწერა.

შეთანხმების თანახმად, BSTDB გრძელვადიან დაფინანსებას გამოუყოფს ბაზისბანკს ქართული მცირე და საშუალო საწარმოების დასაკრედიტებლად, რაც ქვეყნის მასშტაბით ბიზნესებს ინვესტირების, საბრუნავი კაპიტალისა და საქმიანობის გაფართოების დაფინანსების შესაძლებლობას მისცემს.

მცირე და საშუალო საწარმოები საქართველოს ეკონომიკის, დასაქმების, მეწარმეობისა და ინოვაციების მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით, ახალი საკრედიტო რესურსი ბიზნესებს დაეხმარება პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში, ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების ძიებასა და რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის გაზრდაში.

აღნიშნული შეთანხმება კიდევ უფრო ამყარებს BSTDB-სა და ბაზისბანკს შორის არსებულ მრავალწლიან პარტნიორობას და აფართოებს ბანკის მხარდაჭერას საქართველოს კერძო სექტორის მიმართ. იგი ასევე ხელს უწყობს BSTDB-ის უფრო ფართო მანდატის განხორციელებას, რომელიც შავი ზღვის რეგიონში მდგრადი ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური მედეგობისა და მჭიდრო საქმიანი კავშირების გაძლიერებას ითვალისწინებს.

შეთანხმების ხელმოწერისას, BSTDB-ის საბანკო საქმიანობის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა, ზია ალიევმა აღნიშნა: „საქართველოს დინამიური მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის მხარდაჭერა BSTDB-ის პრიორიტეტია. ბაზისბანკთან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის მეშვეობით, ვეხმარებით ბიზნესებს მიიღონ  ინვესტირებისთვის, ზრდისა და ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად საჭირო დაფინანსება. ამ შეთანხმების ხელმოწერა თბილისში ჩვენი „ბიზნეს დიალოგების“ ფორუმის ფარგლებში,  ხაზს უსვამს პარტნიორობის მნიშვნელობას კერძო სექტორის განვითარებისა და შავი ზღვის რეგიონში ეკონომიკური კავშირების განმტკიცებისთვის“.

„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მიერ 25 მილიონი ევროს ოდენობის ახალი დაფინანსება ბაზისბანკს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს დაეხმაროს საქმიანობის გაფართოებაში, კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე ახალი შესაძლებლობების ათვისებაში. ვაფასებთ BSTDB-თან ჩვენს მრავალწლიან პარტნიორობას და იმ ნდობას, რომელსაც ის ბაზისბანკის მიმართ გამოხატავს. ერთობლივი ძალისხმევით,  ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესებს ვეხმარებით ბაზარზე პოზიციების გამყარებასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში წვლილის შეტანაში.“ – განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.

ახალი შეთანხმება ეფუძნება ბაზისბანკსა და BSTDB-ს შორის 14 წელზე მეტ თანამშრომლობის ისტორიას, რომლის განმავლობაშიც ორივე ინსტიტუტი ერთობლივად მუშაობდა ქართული ბიზნესისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ქვეყნის ფინანსური სექტორის განვითარების მხარდასაჭერად.

ბაზისბანკ ჯგუფის შესახებ

2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-ზე მეტი ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.

2026 წლის 8 თვის ფინანსური მონაცემებით, ბაზისბანკ ჯგუფის აქტივები 12 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7.9 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 9.1 მლრდ ლარი. ჯგუფის 2026 წლის 8 თვის წმინდა მოგებამ 154 მილიონი ლარი შეადგინა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.basisbank.ge 

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს სალონიკში, საბერძნეთი. BSTDB მხარს უჭერს ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონულ თანამშრომლობას სხვადასხვა პროექტისა და სავაჭრო დაფინანსებისთვის სესხების, საკრედიტო ხაზების, კაპიტალში მონაწილეობისა და გარანტიების უზრუნველყოფით საჯარო და კერძო სექტორებში მის წევრ ქვეყნებში. ბანკის ავტორიზებული კაპიტალი შეადგენს 3.45 მილიარდ ევროს. 

BSTDB-ის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.bstdb.org. 

(R)

თეგები: ბაზისბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო

17:37 10-06-2026
არქი
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე Archi Grand Avenue-ის ბინებზე – მხოლოდ 24 ოქტომბერს!

14:58 10-06-2026
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“

13:55 10-06-2026
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო

13:22 10-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved