უფლებადამცველმა მარიკა არევაძემ საპატიმროში საბა სხვიტარიძე და გიორგი დავითაძე მოინახულა:
,,ახლა გამოვედი რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულებიდან.
ვნახე საბა სხვიტარიძე და გიორგი დავითაძე.
გიორგისთან მქონდა ხანგრძლივი საუბარი და ამ პირადი კომუნიკაციის შემდეგ ეჭვი არ მეპარება მისი მონათხრობის ნამდვილობაში. ბრძოლის განწყობაზეა !
როგორც შევიტყვე პატიმრები შიმშილობენ. მათი მოთხოვნაა, რომ ვიდეო მასალაში მყოფი ყველა ბადრაგი იქნას ჩამოშორებული საქმიანობას !
მივმართავ სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ მოინახულონ ყველა მოშიმშილე პატიმარი !“











კომენტარები