სომხეთის პარლამენტში მმართველი „სამოქალაქო შეთანხმებისა“ და ოპოზიციური „ძლიერი სომხეთის“ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ინციდენტის ერთ-ერთი მთავარი თემა სომხეთის სამოციქულო ეკლესიაში არსებული კრიზისის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია იყო, რომლის შექმნასაც ოპოზიცია არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.
ვითარება მოგვიანებით კვლავ დაიძაბა, როდესაც მმართველი პარტიის დეპუტატმა ტარონ ჩახოიანმა კათოლიკოს გარეგინ II-ს საერო სახელით, კტრიჩ ნერსისიანით მიმართა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად მაგიდებზე ხელების რტყმა დაიწყეს, რასაც ახალი სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა. სხდომა მეორედ შეწყდა.
დაპირისპირება პარლამენტის დერეფანშიც გაგრძელდა, სადაც მხარეების გაშველება უსაფრთხოების თანამშრომლებს მოუხდათ.(ტვ პირველი)











კომენტარები