მდინარე დიღმურაზე, თეთრი დუქნის ქუჩაზე, ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა, რის შედეგადაც აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგა.
თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა ძველი, დაზიანებული ხიდის სრული დემონტაჟი და მის ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების რკინაბეტონის ახალი ხიდი აშენდა.











კომენტარები