მთაწმინდის, კრწანისისა და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეეზღუდება – ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში ამბობენ, რომ რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოებს ასრულებს. განახლებული ქსელების ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანია გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ინფორმაციით, ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 6 ოქტომბერს, 11:00 საათზე დაიწყებენ და 7 ოქტომბრის 11:00 საათამდე გააგრძელებენ.
სამუშაოების პერიოდში წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონში: რუსთაველის გამზირს, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ვაჩნაძის, გრ. აბაშიძის, ლაღიძის, ზანდუკელის, გაბაშვილის, ძმები კაკაბაძეების, მიხეილ ჯავახიშვილის, ზუბალაშვილების, გრიბოედოვის, ბესიკის, ჟორდანიას, ზალდასტანიშვილის, სარაჯიშვილის, ალ. ჭავჭავაძის, შევჩენკოს, რეზო ჩხეიძის, ჭანტურიას, ბროსეს, 8 მარტის, ბორბალოს, მთაწმინდის, კოტეტიშვილის, თხინვალის, ვეძინის, ხოშტარიას, ლეო ქიაჩელის, ახვლედიანის, მიმინოშვილის, ბარნოვის, ჯანაშიას, თარხნიშვილის, გუდაურის, ტატიშვილის, აპოლონ ქუთათელაძის, ზაქარია ჭიჭინაძის, ჯუღელისა და მიმდებარე ქუჩებს; მერაბ კოსტავას I შესახვევს, თაბუკაშვილის, ნიკო ნიკოლაძის, რიწის, არსენას, კოსტავას, შანიძისა და პუშკინის ქუჩების ნაწილს.
კრწანისის რაიონში: აბჟანდაძის, დიდი ხეივნის, I ხეივნის, II ხეივნის, III ხეივნის, ახალი ხეივნის, საბატონოს, ცოლიკაურის, წითლანაძის, გულუას, გულიას, ერეკლე II-ის ქუჩებსა და მოედანს, ვერცხლის, ნაკაშიძის, შარდენის, ბამბის რიგის, რკინის რიგის, ცინცაძის, ოქრომჭედლების, სიონის, იეთიმ გურჯის, ანტონ კათალიკოსის, ყავლაშვილის, ილია და ნინო ნაკაშიძეების, ნიშნიანიძის, ჩახრუხაძისა და დიუმას ქუჩებს; ორბელიანის, მტკვრის, ათონელის, სულხანიშვილის, გოგჩის, ვეკუასა და მიმდებარე ქუჩებს; ბარათაშვილის, გორგასლისა და კოტე აფხაზის ქუჩების ნაწილს; კრწანისის ქუჩას შესახვევებითა და ჩიხებით.
ჩუღურეთის რაიონში: უშანგი ჩხეიძისა და მარჯანიშვილის ქუჩის N1-13 კენტ და N2-22 ლუწ ნომრებს.
GWP-ის ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარებისთვის აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიებზე წყალმომარაგება 24 საათით შეიზღუდება.
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში განახლდა 3.6 კმ სიგრძის წყალსადენისა და 1.3 კმ სიგრძის წყალარინების ქსელი, ასევე დამონტაჟდა 71 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 9 სახანძრო ჰიდრანტი.
კომპანიის ცნობით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 12.5 მლნ ლარზე მეტია.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.
კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ აბონენტებს წინასწარ SMS-შეტყობინებები ეგზავნებათ. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია GWP-ის ცხელ ხაზზე — 2 93 11 11, ასევე კომპანიის ვებგვერდსა და Facebook გვერდზე.











კომენტარები