უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის რუსეთის მოქალაქეს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის ორგანიზების უკან რუსეთის სპეცსამსახურის – ФСБ-ის თანამშრომლები იდგნენ.
გამოძიების ვერსიით, თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი. გიორგი ფარცვანიას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქალი ეკონტაქტებოდა, რომელმაც ის ნიკოლაევში შეხვედრაზე მიიწვია. ადგილზე მისულ მამაკაცს ქალის ნაცვლად შეიარაღებული პირი დახვდა და ცეცხლი გაუხსნა. სამიზნემ თავდასხმაზე რეაგირება მოასწრო და თავდამსხმელს სასტარტო პისტოლეტიდან საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც ის შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა 2026 წლის 16 ივნისიდან დაეწყება, იმ დღიდან, როდესაც ის პატიმრობაში აიყვანეს.
საქართველოს მოქალაქე გიორგი ფარცვანია პირველივე დღიდან ირბძვის რუსეთ-უკრაინის ომში. ის უკრაინის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოს – ოქროს ჯვრის მფლობელია.











კომენტარები