ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია;
,,ზედმეტად არიფი საზოგადოება ვართ. იმის ნაცვლად, რომ საუბარი იყოს იმაზე თუ როგორი უნდა იყოს ხელისუფლება და როგორია ამის ნაცვლად, ბაბლის ნაწილი ლაპარაკობს იმაზე, თუ როგორი ცუდია ის, ვინც 2012-ში დემოკრატიის ელემენტარულ ჭეშმარიტებას ეზიარა, შეეცვალა 9 წლიანი მმართველობა, ხოლო ბაბლის ნაწილი ლაპარაკობს იმაზე თუ რა ცუდია ის, ვინც მანამდე მართავდა.
ერთი მეორეს ეძახის სისხლიანს, მეორე პირველს – მოღალატეს.
ან ამ “განხილვის” არსი და მიზანი რა არის? ერთმანეთის ლანძღვაში რაიმე კონსენსუსი მიიღწევა? – არა. შესაბამისად, მხარეები, რომლებიც დღეს ამჟამინდელი ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვაზე ან შეცვლაზე უნდა თანხმდებოდნენ, ტრადიციულად, ერთმანეთს უცხადებენ ომს.
გაგრძელება რა იქნება? – ისევ ერთმანეთის დადანაშაულება.
ასეთი საზოგადოება კიდევ უფრო დეზორიენტირდება და დაშორდება ერთმანეთს.
ერთი ნაწილიც და მეორეც კი მიმდინარე ძალაუფლებისათვის შესანიშნავი საკვებია.
ასეთ დისკურსებს ან ხელისუფლების “უსაფრთხოების” სამსახურები შემოაგდებენ ხოლმე, ან თავად ხელისუფლების მოწინააღმდეგეები უკვე მერამდენედ უქმნიან ძალაუფლებას კომფორტს არაფრის მომტანი დისკურსების შემოგდების სახით.
გააგრძელეთ კვლავ ხელისუფლების ძალაუფლების გამოკვება. შემდეგ ვიღაც შემოვარდება და ყველას, ვინც კი წინა ხელისუფლების უმძიმეს გადაცდომებს ეწინააღმდეგებოდა, მოღალატეს დაუძახებს, თქვენ მოიყვანეთ ივანიშვილიო; მერე იმას უპასუხებენ თქვენ სისხლისმსმელებოო. მერე ისევ იგივე და ა.შ.
ისე, ივანიშვილის ჯერ ზეგავლენების შექმნაში, შემდეგ ძალაუფლების განმტკიცებაში არავის იმაზე დიდი წვლილი არ აქვს, როგორც მათ, ვინც ჯერ ემეგობრებოდა ივანიშვილს არც ისე შორეულ 2000-იანების შუაში, ვინც აძლიერებდა, აძლევდა ზეგავლენის და გაფართოების ყველა პირობას, შემდეგ კი ყველა პირობა შექმნა იმისთვის, რომ ძალაუფლება ისევ ივანიშვილის სასარგებლოდ შექმნილიყო.
ჰოდა, გააგრძელე ერო ჩემო ასე.
სისხლისმსმელები VS ივანიშვილისმომთრევები.
და
პირიქით
ივანიშვილისმომთრევები VS სისხლისმსმელები.
ეს სადომაზოხისტური სიამოვნება მრავალი წელია ჩვენს ხალხს კვებავს.
ჰო… “ის” კი, დარწმუნებული ვარ, სიცილით იგუდება ამ ყველაფრის შემხედვარე.“











კომენტარები