,,საბავშვო ბაღებში და სკოლებში ჩამოიკიდოს საქართველოს პრეზიდენტის სურათი” – წერს მოძრაობა „მამული“ სოციალურ ქსელში.
,,საქართველოში ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი საქართველოს სახელმწიფოს შვილები და მომავალი არიან. პატრიოტიზმი იწყება საკუთარი ქვეყნის, ენის, ისტორიის, კულტურისა და ეროვნული სიმბოლოების სიყვარულითა და პატივისცემით.
ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ საქართველო მათი სამშობლოა, რომლის დაცვა, განვითარება და გაძლიერება თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა. ძლიერი სახელმწიფო იწყება იმ თაობით, რომელიც საკუთარ ქვეყანას იცნობს, აფასებს და უყვარს.
პატრიოტი თაობა – ძლიერი საქართველოს საფუძველია” – ნათქვამია მოძრაობის თავმჯდომარის, თემურ ბობოხიძის განცხადებაში











კომენტარები