ვალერი გელაშვილი ხაშურში ბიზნესს ჰყიდის. მათ შორის, მშენებარე კორპუსს “ტერასა ივერიას”, რომელიც ხაშურის ცენტრში შენდება.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია “ქართლის ამბები“, ხაშურის საკრებულოს წევრ, ზაზა მეხრიშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.
მეხრიშვილის თქმით, ვალერი გელაშვილი მშობლიურ ქალაქში მხოლოდ საცხოვრებელ სახლს იტოვებს.
“ყველაფერი გააქვს საქართველოდან. მხოლოდ სახლს იტოვებს. სხვა არაფერი ვიცი” – წერს ზაზა მეხრიშვილი.
ვალერი გელაშვილი 2012–2016 წლებში „ქართული ოცნებიდან“ ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ის ხაშურის მერობაზე დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრას გეგმავდა, თუმცა კანდიდატურა “ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა.











კომენტარები