უკრაინამ რუსეთის ქალაქ ბელგოროდს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. ქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა და რამდენიმე აფეთქება დაფიქსირდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შეტევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი მცხოვრებლები ბელგოროდში აფეთქებების სერიაზე იუწყებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქზე შეტევის დროს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები დრონების ჩამოგდებას ცდილობდნენ.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა, რის შემდეგაც ეზოებში გაჩერებულ ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლშიც.











კომენტარები