ყოფილი ჩინოვნიკი ლაშა ნაცვლიშვილი:
„ორი ათასიანების მიჯნაზე, ერთი მოხერხებული კაცი თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა მომარაგების დარგში. რაღაც უბედურება უყიდა ჯარს საკვებად, თან ფული არ გაყო სწორად პადძელნიკებზე და საქმე პერესტრელკამდე მივიდა (ავტომანქანის ქვეშ შეძვრა და ისე გადარჩა – მოხერხებული იყო). სკანდალი აუცილებლად ციხით დასრულდებოდა, მაგრამ მოხერხებული კაცი “ნაციონალურ მოძრაობაში” გადახტა, ქართული პოლიტიკის ამომავალ ვარსკვლავს, მიშა სააკაშვილს ამოეფარა და ასე გადარჩა დაჭერას. ბლეყვე მიშამ მადლი ასე დაუფასა: დღეს რომ “პიქსელის” სავაჭრო ცენტრია, იმ ადგილზე, ადრე, სარკეებიანი, შედარებით მომცრო ზომის სავაჭრო ცენტრი იდგა, რომელიც ამ მოხერხებული კაცის მოხერხებულ ცოლს ეკუთვნოდა. არც აცია, არც აცხელა მიშამ და ეს ცენტრი “ერთგულ თანამებრძოლს” დაუნგრია. თუმცა, საკომპენსაციოდ გამგებლად დანიშნა. მერე გააგდო და კინაღამ დაიჭირა. ადგა ეს მოხერხებულ-გაბრაზებული კაცი და “ეროვნულ ფორუმში” გადახტა. მერმე ის იყო, ბიძინა ივანიშვილმა უნარკოზო აბორტი გაუკეთა მიშას და მის პატრონებს და მოხერხებული კაცი თბილისის საკრებულოშიც შეგრიალდა გუბოზის ქვოტით. ახლა ტელევიზორში ვნახე, ჩემი პატიმარი შვილი გააუპატიურესო, იტყუებოდა. დაბერებული კი მომეჩვენა…“











კომენტარები