• რეკლამა
  • კონტაქტი
03:00, შაბათი, 3 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამას ვინ გაპატიებთ?! – ეს უკვე დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტია, რომ საქართველოში განათლების “რეფორმა” კრემლის ბრძანებით გატარდა” – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
00:59 10-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
105

ისტორიკოსი, ბექა კობახიძე;

Konrad-Adenauer-Stiftung Georgia
ზედიზედ მხვდება ჩემი სტუდენტების მადლიერების პოსტები კონრად ადენაუერის ფონდის მიმართ.

იცით როგორია ქართველი მაგისტრანტის ცხოვრება? ქირის, საჭმლის და სამგზავრო ფულის საშოვნელად მთელი დღე უნდა იმუშაოს, საღამოს 7 საათზე მოუსწროს შენ ლექციას, 9 საათამდე გისმინოს, 10 საათზე სახლში მისულმა უნდა ჭამოს და მერე იმეცადინოს. ამ რეალობაში ხარისხიანი განათლება რეალობას აცდენილია.

თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა 2020 წელს დავაარსეთ და ფონდი პირველივე დღიდან გასცემდა სტიპენდიებს ჩვენი პროგრამის საუკეთესო სტუდენტებზე. ეს თანხა მათ სწავლაში ეხმარებოდა, ჩვენ კი – ხარისხიანი განათლების შექმნაში.

ადენაუერის ფონდი მემარჯვენე ფონდია, მაგრამ არასდროს ყოფილა, რომ მათ ეთქვათ მემარჯვენე სტუდენტებს მიეცით სტიპენდია და მემარცხენეებს არ მოსცეთო. არაერთი მემარცხენე სტუდენტი ყოფილა სტიპენდიანტი. არასდროს უთქვამთ ეს ასწავლეთ და ასე ასწავლეთ. სრული ნდობა, ასპროცენტიანი აკადემიური დამოუკიდებლობა და მერიტოკრატიულ პრინციპზე დაფუძნებული სტიპენდიები გვქონდა – ყოველი სემესტრის ბოლოს ჯამდებოდა მიღებული ნიშნები და საუკეთესო 2 ან 3 სტუდენტი იღებდა სტიპენდიას. ვინ მოთვლის, მათივე დაფინანსებით, რამდენ საერთაშორისო კონფერენციაზე მოხვდნენ ჩვენი სტუდენტები. ეს შესაძლებლობები აძლიერებდა ჩვენი სტუდენტების ცოდნას და ეს ცოდნა ბევრ წარმატებაში ითარგმნებოდა. წინანდლის პრემია, ფონდ ფარიგის არაერთი ჯილდო, წიგნის ბაზრობაზე ბესტსელერებად გაყიდული ჩვენი კურსდამთავრებულების წიგნები, ამავე სტუდენტთა საერთაშორისო კვლევით პროექტებში ჩართულობა, სწავლის სადოქტორო საფეხურზე გაგრძელება, ლექტორებად დასაქმება და რა აღარ. ამ ყველაფრის ფუნდამენტს ადენაუერის ფონდი ქმნიდა.
ულევი მადლობა ჩემს უკვე ძალიან ახლო მეგობრებს ამ ფონდიდან, რომლებიც საქმის კეთებისას გავიცანი.

2026 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ფონდი საქართველოდან გაძევებულია.

იცით რაშია საქმე?
ადენაუერის ფონდი რუსეთიდან 2022 წელს გამოაძევეს.
2024 წლის 28 დეკემბერს გამოიცა პუტინის ბრძანება ნომერი 1124:

Указ Президента Российской Федерации от 28.12.2024 № 1124
«Об утверждении Стратегии противодействия экстремизму в Российской Федерации»

ამ ბრძანების მესამე თავის 36-ე მუხლში წერია შემდეგი:

принятие мер, направленных на корректировку образовательных программ, реализуемых образовательными организациями, расположенными в государствах Южного Кавказа и Центрально-Азиатского региона, в части, касающейся препятствования распространению русофобии, экстремизма, терроризма и национализма;

ვინც რუსული არ იცის: სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების საგანმანათლებლო პროგრამებისა და დაწესებულებების გარდაქმნა, რათა ხელი შევუშალოთ რუსოფობიის, ნაციონალიზმის, ექსტრემიზმისა და ტერორიზმის გავრცელებას.

ადამიანი იკითხავს, რანაირად შეუძლია დამოუკიდებელი სახელმწიფოების საგანმანათლებლო დაწესებულებების გარდაქმნა რუსეთს და რატომ მოხვდა ეს მუხლი პუტინის ბრძანებაში?

მე გეტყვით: ეს ბრძანება გამოიცა 2024 წლის 28 დეკემბერს, ხოლო 2025 წელს ქართულმა ოცნებამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და, მათ შორის, თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა დახურა.
დაიხურა კგბ-ს და კომპარტიის არქივები, რათა იქ “ქართული ნაციონალიზმი” და “რუსოფობია” არ გვექექა; სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც, დაიხურა საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერების პროგრამები, რათა არც იქ უჩხიკინონ ნაციონალიზმსა და რუსოფობიას; დაიხურა საერთაშორისო განათლების ცენტრი, რომელიც საუკეთესო ქართველი სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების საშუალებას აძლევდა, შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულებს რომ ქვეყნისთვის მოეხმარებინათ ეს ცოდნა, მაგრამ იქ ხომ “რუსოფობიას” ასწავლიან და ამიტომ დაიხურა; ისტორიის სახელმძღვანელოები აიკრძალა. მხოლოდ ერთი ისტორიის სახელმძღვანელო უნდა იყოს სკოლებში, რომელსაც ახლა წერენ [შუშის] სასახლის კარის ისტორიკოსები.

პუტინის ბრძანებაში ცენტრალური აზია და სამხრეთ კავკასია შემთხვევით არ არის ერთად ნახსენები. ეს ორი რეგიონი სინქრონში უნდა იყოს.

აი, იხილეთ:

– 2025 წლის 11 ოქტომბერს გივი მიქანაძე ესტუმრა უზბეკეთს;

– 2026 წლის 19-20 ივნისს გივი მიქანაძე ესტუმრა ტაჯიკეთს;

– 2026 წლის 1-2 სექტემბერს გივი მიქანაძე ესტუმრა თურქმენეთს;

– 2026 წლის მაისში, მიქანაძის მოადგილე ბაია კვიციანი ესტუმრა ყაზახეთს;

– 2026 წლის ივნისში ირაკლი კობახიძემ, ყირგიზეთში ვიზიტისას, მემორანდუმი გააფორმა განათლების შესახებ ყირგიზულ მხარესთან;

– 2026 წლის 10 სექტემბერს გივი მიქანაძე შეხვდა ყირგიზეთის განათლების მინისტრს.

– 2026 წელს ოფიციალურად გაცხადდა, რომ ქართულმა ოცნებამ დაფინანსება შეუჩერა ჰარვარდის უნივერსიტეტის ქართველოლოგიურ პროგრამას.

აი ამ დიდი პროცესის ნაწილია, რომ 2022 წელს რუსეთიდან გამოგდებული ადენაუერის ფონდი 2026 წელს საქართველოდან გააგდეს.

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ევროკავშირმა ჯერ 12 და შემდეგ 9 პუნქტი დაგვისახელა შესასრულებლად, რათა ამ ორგანიზაციის ნაწილი გავმხდარიყავით. ეს პუნქტები საჯაროა და მოიცავს თავისუფალ სასამართლოს, დეოლიგარქიზაციას და წესიერი ქვეყნის არსებობისთვის აუცილებელ სხვა სიკეთეებს.

თუმცა, თუ გინდა რუსული სამყაროს ერთგული კლიენტი და სანდო ქვეშევრდომი იყო, რუსებსაც უნდა შეუსრულო სათანადო პუნქტები: რეპრესიული კანონმდებლობის სინქრონიზაცია, საგარეო პოლიტიკის სინქრონიზაცია, რიტორიკის სინქრონიზაცია, საინფორმაციო სივრცის სინქრონიზაცია, პროდასავლური ოპოზიციის განადგურება, თავისუფალი მედიის განადგურება, დასავლური ფონდების განადგურება და მრავალი სხვა.

ამ სიის ნაწილია “ფაშისტური რეჟიმის” მინი “ნიურნბერგის პროცესი” წულუკიანის კომისიის სახით, ბოდიში ოსებს, გახარიას დევნა ჩორჩანასა და წნელისში საგუშაგოების გახსნის გამო. ვემზადებით ომში რუსეთის გამარჯვებისთვის, რათა პარტიები ავკრძალოთ, კონსტიტუციიდან ამოვიოთ 78-ე მუხლი და ჩავწეროთ ნეიტრალიტეტი.

ეს ყველაფერი 2×2=4 არის, მაგრამ პუტინის ბრძანებების დონეზე ამის საბუთები ჯერ არ გვაქვს.
ასეთი საბუთი გვაქვს განათლების “რეფორმაზე”. როგორც ომში დამარცხებულ გერმანელებს შეუცვალეს განათლების სისტემა, აუკრძალეს გერმანულ ნაციონალიზმზე საუბარი და ასწავლეს საკუთარი დანაშაული, ისე პროევროპული ქართული პოლიტიკური ნაციონალიზმი უნდა აღმოიფხვრას. სანაცვლოდ, უნდა დაბრუნდეს ფოლკლორზე, ცეკვაზე, ღვინოზე და ხაჭაპურზე დაფუძნებული საბჭოთა ქართული ნაციონალიზმი.

კი, ეს უკვე დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტია, რომ საქართველოში განათლების “რეფორმა” კრემლის ბრძანებით გატარდა.

ცხოვრება მხოლოდ იმიტომ ღირს, რომ “ვიშის რეჟიმის” გასამართლება ჩემი ორი თვალით ვნახო. ამას ვინ გაპატიებთ?!

თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოს!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved