ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურესა და არაკაცობაში, რასაც პატიმრების წამება ქვია.
მე არ ვიცი, ახლა რასაც დავითაძეები ყვებიან ციხეებში ერთეული შემთხვევაა, თუ მასობრივი მოვლენა. ჩემთვის ერთი რამ ფაქტია, რაც ავთოს და ირმა დავითაძეების, მათი შვილის თავს ხდება თუ დაუყოვნებლივ არ გახდა თავად ოჯახის მხრიდან მაღალი ნდობის მქონე მიუკერძოებელი გამოძიების საგანი, თუკი იმ კადრებზე, რაც თავად პენიტენციურმა გაავრცელა ხელისუფლებასვე არ ექნება მკაცრი რეაგირება და საზოგადოებისთვის ეს არ იქცევა დიდ განგაშის მიზეზად, ჩვენ კვლავ მივალთ სრულიად სასტიკ, აბსოლუტურად არაადექვატურ რეჟიმამდე, რომლის გამართლებას “ოღონდ მიშა არ დაბრუნდეს” და მსგავსი “არგუმენტებით” ვერავინ შეძლებს. ბევრჯერ დამიწერია და კიდევ ერთხელ დავწერ, უკვე ამ რეჟიმის მესვეურებისთვის, ისტორია ასეთ ამბებს არავის პატიობს და გამონაკლისი არც თქვენ იქნებით!
აქვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსი, ჯუმბერ ბოლქვაძე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რასაც კლინიკის მედპერსონალის მხრიდან საპროტესტო აქციები მოჰყვა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქმე ეხება შემთხვევას, როდესაც კლინიკამ 85 წლის პაციენტს უარი უთხრა მიღებაზე, რომელსაც ნაოპერაციების გასწორება სჭირდებოდა. ექიმი განმარტავს, რომ კლინიკა უკიდურესად გადატვირთული იყო, რეანიმაციაში თავისუფალი ადგილები არ ჰქონდათ და 112-ის ოპერატორს არაერთხელ აუხსნა, რომ ფიზიკურად ვერ მიიღებდა მძიმე პაციენტს. კლინიკის თანამშრომლები აცხადებენ, რომ სამინისტრომ გადაწყვეტილება აუდიოჩანაწერის საფუძველზე მიიღო, სადაც ისმის როგორ ეუბნება ოპერატორი ექიმს , რომ პაციენტის მოყვანა და დაწვენა უშუალოდ მინისტრის ბრძანება და მოთხოვნა იყო, გაღიზიანებული ექიმი პასუხობს: რადგან მინისტრის ბრძანებაა, მაშინ საავადმყოფოში კი არა, „წაიყვანეთ მინისტრთან“
თავისთავად ცალკე სიგიჟე ის ამბავია, რომ მინისტრი გასცემს ბრძანებებს, რომელ საავადმყოფოში მიიყვანონ პაციენტი! თან112-ის ოპერატორებიც იღებენ ამ ბრძანებას! მარტო ეს მეტყველებს, რა ტიპის მმართველობა გვაქვს ქვეყანაში! რა მინისტრის საქმეა, რომელიც თან ექიმიც კი არ არის, შეაფასოს რა მკურნალობა ჭირდება პაციენტს და აქედან გამომდინარე თავად გადაწყვოს რომელ კლინიკაში უმკურნალონ მას?!
ზოგადად მე ვერასდროოს ვერ ვიგებდი, რას უშვებოდა ძალაუფლება ოდესღაც ნორმალურ ადამიანებს, რომლებსაც მრავალი წელი ვიცნობდი, საუბედუროდ ერთ- ერთ ასეთ ადამიანად იქცა მიშა სარჯველაძეც, რომელმაც ასე გადაწყვიტა აჩვენოს ვინ არის აქ უფროსი და უდანაშაულო ექიმი გააშვებინა საავადმყოფოდან.
ზოგადად, დავითაძეების ოჯახის და ექიმის სამსახურიდან უკანონოდ გაშვების ისტორია, თითქოს არაა ერთმანეთთან კავშირში, სინამდვილეში კი, ორივე ამბავი აბსოლუტურად ერთ რამეზე მეტყველებს, ჩვენ გვყავს დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილი და ძალაუფლებით გაზულუქებული პატარა კაცების ხელისუფლება , რომლებიც თანამდეობრივ მდგომარეობას ადამიანების დაჩაგვრის და საკუთარი უზარმაზარი ეგოს დაკმაყოფილების მიზნით ასე იყენებენ. კიდევ ერთხელ დავწერ, არავის შერჩენია ასეთი რამ და არც სარჯველაძე იქნება გამონაკლისი, არც ახლანდელი იუსტიიციის მინისტრი და არც პენიტენციური სამსახურის ის თანამშრომლები, რომლებიც ამ სისტიკეს და უზნეობას ჩადიან! შეხედეთ, წინა, იმის წინა და ახლანდელი ხელისუფლებების რამდენ მაღალჩინოსანს მოუწია მრავალწლიანი პატიმრობები და უზარმაზარი თანხების გადახდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში, რამდენი საერთოდ გაქცეულია ამ ქვეყნიდან! არსებობს რამე მაგალითი, რომელიც უტვინოებს ჭკუას ასწავლის?
P.S. ჩემთვის ყველაზე სამარცხვინო ომბუდსმენის რეაქციები ამ ამბებზე, ეს აბსოლუტურად ემპატია დაკარგული, თავის თავზე შეყვარებული, საკუთარი სიდიადის კომპლექსით შეპყრობილი კაცი ისტორიაში შევა როგორც ამ თანამდეობაზე ყველაზე სამარცხვინო მოვლენა!











კომენტარები