თხპ–ის ლიდერი, იაგო ხვიჩია:
გამარჯობა, ძვირფასო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველო.
თქვენი აზრით, ვისი ბრალია ის, რომ ჯარიმები ყოველდღე იმატებს?
ვისი ბრალია ის, რომ ტროტუარზე დგომის გამო ხალხს აჯარიმებენ?
ვისი ბრალია ის, რომ მარიხუანას მოწევის, მოვლის ან გაზრდის გამო უამრავი ადამიანი ყრია ციხეში და იქვე გეუბნებიან, ბარიგები დავიჭირეთო?
ვისი ბრალია კიდევ ის უამრავი თავგასულობა და არა-ანტიქართული ქცევა, რომელიც ყოველდღიურად ძლიერდება ჩვენი მთავრობის მხრიდან?
ბევრი რამის ბრალი შეიძლება იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაზე მეტად ამ საქმეში პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ — იმ ხალხს, რომელსაც ნაცების შეგეშინდათ, რომელსაც ომის დაწყების შეგეშინდათ და „ქართულ ოცნებას“ მიეცით უკონტროლო ძალაუფლება.
აი, სწორედ ეს უკონტროლო ძალაუფლებაა ის, რომელიც ადამიანს აჩერებს ყოველდღიურად ქუჩაში და ჩხრეკავს. აი, ეს უკონტროლო ძალაუფლებაა ის, რომელიც ადამიანს სახლში უვარდება და იქ მარიხუანას ან სხვა რაღაცას პოულობს.
ხოდა, ძალიან გთხოვთ, ნუ გაიმეორებთ ამ შეცდომას. გვეყო, რა. 14 წელი ცოტა ხომ არ არის?
მადლობა ყურადღებისთვის.











კომენტარები