ჟურნალისტი ეკა წამალაშვილი:
დამიწყნარდით ქოცებო და მათთან მიახლოვებულებო. მიშას 5 წლიანი ტყვეობის გასაპროტესტებლად გუშინდელი აქცია დაიგეგმა რიყის პარკის ამფითეატრში, ამის ნებართვაც კი არ მოგვცა ქოცების შსს-მ, რითაც დასწრების მსურველების დაშინება სცადა.
წვიმის მიუხედავად ამფითეატრის ტერიტორია იყო სავსე. სკამები დასველდა, მე ფეხზე სიმჭიდროვეში ვიდექი, მეგობრის ქოლგას შეფარებული, მაგრამ ბევრს ქოლგა არ ჰქონდა წამოღებული. ბოლომდე დარჩნენ.ქოცების პროპგანადისტული მანქანის წარმომადგენელი ( “იმედი”) ტყავის ქურთუკით იდგა უქოლგოდ, აწვიმდა და სახე ძალიან შეწუხებული ჰქონდა. მერე ასეთებმა გაავრცელეს ღონისძიების დაწყებმადე გადაღებული კადრები, მანამდე ჯერ შეკრებილები რომ არ ვიყავით და გამოდეს ქარდებად, ტროლ-ბოტების გულის გასახარად. მინდა ამათ ვუთხრა, რომ რიყეზე ამფითეატრში ენმ -ს ადრეც დაუგეგმავს შეკრება, მეორე გაყოფამდე, მანამდე სანამ რეპრესიები ასეთ მძიმე და ფართომაშტაბიან სახეს მიიღებდა და ამფითეატრის ტერიტორიაზე დაგეგმილი ზუსტად ისეთი გამოსულა, როგორიც გუშინ იყო. იმ განსხვავებით, რომ მაგალითად 2017 წლის 5 მაისის შეკრებაზე მზიანი ამინდი იყო და თან მარტო ჩვენი პარტიის კი არა, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი იყო. მოკლედ, ჩვენ რასაც ვგეგმავთ, იმას ვაკეთებთ. ასე იყო ადრეც, ასეა ახლაც. გუშინ რაც იყო დაგეგმილი, იმის ფარგლებში შევიკრიბეთ სააკაშვილის მხარდაჭერები. კარგი აქცია იყო, მე კმაყოფილი წამოვედი,როცა სხვა ადგილას დავგეგმავთ, შეგატყობინებთ, დრონები ისევ შეკრებამდე გამოუშვით.
პ/ს ქოცები იჯღანებიან და წერენ – ” იიი, სულ ეს ხართ პოლიტპატიმარ სააკაშვილის მხარდაჭერები,” ან ” იიიი, სულ ეს ხართ ენმ.” გულს ვერ გაგიკეთებთ, ესენიც ვართ და გაცილებით ბევრნიც. აი, თქვენს ბიძინას რომ გაასამართლებს პოლიტიკური კი არა, სამართლიანი მათრთლმსაჯულება, მისი პატიმრობის 5 -ე წლისთავზე სად იქნება თქვენი პარტია და რამდენი და როგორ შეიკრიბებით, არ გაინტერესებთ? პასუხად იხილეთ ციხეში ქოცისგან მიტოვებული ღარიბაშვილი და საპროცესოსთვის მის წინააღმდეგ ჩვენებების მისაცემად რიგში ჩამდგარი ყოფილი “თანამებრძოლები” ბიძინას ირაკლი პირველისა.











კომენტარები