სამოქალაქო აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი:
მოკლედ, თავი ვაიძულე და კადრებიც ვნახე, რაც პენიტენციურმა დადო და ამ ბიჭის ხმასაც მოვუსმინე. ერთი შეხედვით, რასაც ყვება, კადრებს ემთხვევა.
ძალიან უცნაურია 1 გამხდარი ბიჭი 10 მუტრუკს რატომ ჩაჰყავს ამ ოთახში, ძალიან უცნაურად რატომ ეფარებიან დანარჩენები კამერებს. როგორც თვითონ ამბობენ, ე. წ “შემოწმების პროცედურა” რომ გამჭვირვალედ ჩაეტარებინათ არ შეეძლოთ? მერე რომ დეტექტორს ატარებს, მაშინ ხომ არ აზის 5 კაცი თავზე? თქვენ რას ფიქრობთ ამ კადრებზე?











კომენტარები