გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა, დღეს პროკურატურაში იყო შეხვედრაზე, იგი ითხოვა, გენერალური პროკურორს, გვარაკიძეს მოესმინა მისთვის, თუმცა, ის და მისი ადვოკატი გვარაკიძის მოადგილემ ზურა ბელთაძემ მიიღო. ნინო გვიშიანის განცხადებით, ბელთაძე მას დაჰპირდა, რომ თემორ ხადურის საქმე სრულფასოვნად იქნება გამოძიებული. შვილმკვდარი დედა ამბობს, რომ დაელოდება პროკურატურას და თუ შედეგი ვერ დაინახა, აქციებს გააგრძელებს.
პროკურატურაში შეხვედრაზე შესვლამდე მან თქვა:
მოვითხოვ გენერალურ პროკურორთან, გიორგი გვარაკიძესთან შეხვედრას – სხვა არავისთან. თქვენ შვილები არ გყავთ, როგორ გძინავთ შვილები? როგორ გძინავთ. ჩემი სიმწრით გაზრდილი შვილი, ჩემი თემო ხადური, უსპეტაკესი შვილი გავიზარდე მამულს. თქვენ შვილები გყავთ საერთოდ? გამოდით და პასუხი აგებინეთ ყველა იმ პოლიციელს, საწრაფოდ. არ გავჩერდები, აქცია ქუთაისშიც დასრულდება, სანამ პირში სული მიდგას, იმიტომ დამტოვა ღმერთმა ცოცხალი, რომ ჩემი შვილისთვის ვიბრძოლო. ეს სადიზმია, მკვლელობა კი არა. ზუსტად იცოდნენ კვალი როგორ გაქრებოდი, ამიტომ ჩააყუდეს ნაცემი სახით წყალში”











კომენტარები