პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს – შოკისმომგვრელი ჩვენება 36 წლის კაცმა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მისცა. მეექვსე პენიტენცირი დაწესებულების ბინადარი, გიორგი დავითაძე მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს.
პატიმრის თანახმად, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს – ისინიც ციხის ბადრაგები არიან. კაცის თქმით, არცერთი ბადრაგი ამ დრომდე პასუხისგებააში არ არის მიცემული.
გიორგი დავითაძე, რომელიც “ოცნების” ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის შვილია, დეესკალაციის ოთახში ჩაყვანის ორ ეპიზოდზე საუბრობს, ასევე ამბობს, რომ მასზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ ციხეში სუიციდის მცდელობაც ჰქონდა.
მსჯავრდებული ამბობს, რომ არსებობს უმძიმესი დანაშაულის ამსახველი კადრებიც, რომელიც მისი თქმით სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმაც ნახა, როდესაც მეექვსე პენიტენცირი დაწესებულებაში მასთან შესახვედრად იმყოფებოდა.
ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს – თითით, ხელით. ვამბობ აქედან, ოჯახის თანდასწრებით. ბატონო მოსამართლე, ჩანს როგორ აკეთებს ამ მოძრაობას ჩემს საჯდომთან. ამ დროს მატყუებს, რომ თითქოს შარვალი აქვს ჩახდილი, მაგრამ თითი აქვს შეყოფილი. ამაზე მეტი კაცს რა უნდა გაგიკეთონ. გამაუპატიურეს – 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში. კამერების ქვეშ აკეთებენ ყველაფერს, ისე დგანან, რომ არ გამოჩდნენ, მაგრამ ვერ ფარავენ მაინც. ექსპერტიზების მოთხოვნის შემდეგ, ჩემზე იცით როგორი ძალადობა დაიწყო, ვერ წარმოგიდგენიათ. კაცს ვუყვები გამაუპატიურეს-თქო კამერაში, ადვოკატმა გამოაგზავნა, სუიციდის მცდელობა მქონდა-თქო, თავს ხრის სახლახო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, პირში მეუბნება დააპაუზეთ კადრები, როგორ იძახის ხმა არისო, – რატომ არ ირთვება დეესკალაციაში ხმა – “მოტყ…ლს”, “ქათამს”, “დღეიდან ნახმარი ხარ”, რომ მეძახიან”. სუიციდის მცდელობა მქონდა, იმიტომ, რომ როგორია ისევ იმ ბადრაგებს უყურო, რომლებმაც გაგაუპატიურეს. პროცესის მერე კი კიდევ ერთხელ ჩამიყვანეს კვარაცხელიას (ბადრაგი)საჩივრის მერე, ერთ-ერთი ბადრაგი მოდის რეზინის ხელთათმანი რომლემაც იხმარა”, – ამბობს პატიმარი.
სკანდალური ჩვენების შემდეგ მსჯავრდებულმა მოსამართლეებს უთხრა, რომ დაიწყებს შიმშილობას, თუ შესაბამისი ბადრაგები პასუხისგებაში არ იქნებიან მიცემულები. მოსამართლეებმა შესაბამისი უწყების წარმომადგენლებს მიმართეს და ჰკითხეს, დაწყებულია თუ არა გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე. პროკურატურამ მოსამართლეებს დაუდასტურა, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
პატიმრის ოჯახი ბადრაგების გარდა №6 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის დასჯასაც ითხოვს. გიორგი დავითაძის დედა ამბობს, რომ სწორედ შოთა ტრაპაიძეა ყველაზე დიდი მოძალადე.
რაც მე დღეს მოვისმინე, ეს არის შოკისმომგვრელი, თუ რა ხდება ციხეებში და კერძოდ მეექვსე პენინენციურში. მისი დირექტორი ტრაპაიძე, რომელიც არის მოძალადე. ეს პირველი შემთვევა არ არის ამ ციხიდან, მე მივიძიე მასალები წინა წლებშიც, თუ რას სჩადის ეს არაკაცი ტრაპაიძე (სხვა პატიმრებსი მიმართ). მოვითხოვ მის გათავისუფლებას, მოხსნან და მოაშორონ ეს არაადამიანები. მათ შორის გიორგი კვარაცხელია, ერთ-ერთი ბადრაგი, რომელიც ცნობილია, როგორც ყველაზე საშინელი მოძალადე. არ გავჩერდები მანამ, სანამ ყველას გიორგის გვერდით არ დავსვამ ყველა ცრუ მოწმეს, ტრპაიძეს კი ციხეში არ ჩავსვამ”, – ამბობს პატიმრის დედა ირმა დავითაძე.
წყარო: ტვ პირველი











კომენტარები