პოლიტიკოსი, თეობა ჭალიძე:
ძალიან ვაფასებ სინდისის პატიმრების მშობლების და ოჯახის წევრების ბრძოლას. რამხელა სირთულეების გადალახვა უწევთ. რამდენი გამოწვევის წინაშე აღმოჩდნენ… რამდენი რამ ჩანს და რამდენი არ ჩანს… რთულია წარმოსადგენადაც კი… სრულად შეცვლილი ცხოვრების რიტმი და ემოცია… პატიმრების დედებზე, მეუღლეებზე მეტად იწერება ხოლმე და მეც ბევრი რამ მაქვს გულში სათქმელად გამზადებული, მაგრამ ამჯერად სინდისის პატიმრის მამაზე – ზურა ცეცლაძეზე ვწერ ორიოდ სიტყვას…
რამდენ ფრონტზე და რამდენი სტატუსით იბრძვის… ხან რუპორით ხელში და ხანაც გაზეთებით დატვირთულს წააწყდებით მეტროში ან ავტობუსში, ანაც ფეხით ჩქარი ნაბიჯით მიმავალს… არის ყველგან და ყველაფერში, რაც ოდნავ მაინც აძლიერებს პროტესტს. ეხმარება როგორც ადვოკატი და არავის არაფერზე არ ზარდება, ციხეში შესვლა და პატიმრების მონახულებაა თუ სხვა რამ…
და რაც მთავარია, როგორც სინდისის პატიმრის მამა არის ყველასთან ვისაც თანადგომა და სოლიდარობა სჭირდება და აგრძელებს შვილის ბრძოლის გზას თავისუფლებისთვის და ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის… ეს ფოტო საზოგადოებრივ მაუწყებელთან 24 საათიანი საპროტესტო აქტის შემდეგ გადავიღე, ღამენათევს რომ ჩასთვლიმა…
#თავისუფლებარეჟიმისტყვეებს












კომენტარები