ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას :
როგორ ფიქრობთ – საქართველოს ელჩს ირანში შეურაცხყოფა რომ მიეყენებინა შაჰ აბასისთვის ან რომელიმე მათი სულიერი ლიდერისთვის – რა მოხდებოდა ???
რა მოხდებოდა და თეირანის ცენტრში “ რევოლუციის მოედანზე “ ფეხებით დაკიდებდნენ და კოცონზე დაწვავდნენ …
ირანის ელჩმა შეურაცხყო ქეთევან წამებული და ეჭვქვეშ დააყენა მისი მოწამეობრივი ცხოვრება…
ახლა გეკითხებით ხელისუფალნო : თქვენ რას აკეთებთ ? გძინავთ ?
რამ შეგაშინათ და დაგაბეჩავათ ასე,რომ სიტყვასაც ვერ უბრუნებთ ირანის ელჩს
სასწრაფო წესით გააძევეთ ირანის ელჩი ქვეყნიდან და ეს გახდება ნიშანი იმისა,რომ ქართული სახელმწიფო არ აპატიებს არავის შეურაცხყოფას











კომენტარები