მალხაზ მაჩალიკაშვილი, ბერა ივანიშვილს პასუხობს:
დიახ ამას უპასუხოდ ვერ დავტოვებდი.დამაინტერესა რა გაწუხებდა საქართველოს ბატონ–პატრონის ივანიშვილის ვაჟს, ბერა ივანიშვილს და მოვიძიე ის განცხადება, სადაც ნაყიდი სინდისით ცდილობ მაღალი ტონით გვესაუბრო.ჩვენ ვისაც დედის მუცლიდან მოგყვა სინდისიც, ღირსებაც, არ ვართ მამიკოს ფულებით განებივრებული, ჩვენთვის ფულით არც სინდისი უყიდია არავის არც ღირსება, ეს ორი რამ ან გაქვს ან არა,და თუ გაქვს მაშინ ის დედის მუცლიდანვე უნდა გამოგყვეს.ფეიკი სინდისი–ღირსება დროებითია, ეს რასაც შენ საუბრობ ძალაუფლებაა, აქ არ არის შენთვის მაინც და მაინც საჭირო, კარგი ადვოკატის აყვანა ისეთის,. როგორიცაა ასათიანი, ყველაზე გამოუცდელი ახალბედა ადვოკატიც “აწევს” შენს საქმეს.ან რაში საჭიროა ადვოკატი. როცა პრემიერ მინისტრებს არბენინებ დაუცველი ოჯახის ბავშვების დასტერორებლად.ძალების და მასშტაბის სხვაობაა დიდი შენში და ჩვენში, ვისაც უჩივი, ჩვენ მარტო სოც ქსელებით თუ შეგვიძლია ვთქვათ ის სიმართლე, რასაც შენ შეურაცხყოფას ეძახი, ჩვენ არ გყვავს კურიერებად პრემიერ მინისტრები, სახელმწიფო დაცვის მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოების შეფები, ჩვენ, ჩვენი იმ ღირსებით ვიბრძვით იმ სიმახინჯეს რომელი სიმახინჯის მხეცური ცოდვების ავტორი მამაშენია.ადვოკატის აყვანას მე გირჩევდი სასწორი, დიდი სასწორი იყიდო და თქვენი ოჯახის ცოდვოები აწონო, აწონო ის ცოდვობი, რომელ ცოდვებსაც, ვერც შენ, ვერც მთელი შენი ოჯახი, ვერც მთელი შენი მომავალი 7 თაობა ვერ “აწევს”, გეყოფა ბოდვა.მე, მაჩალიკაშვილი გპასუხობ, კაცი, რომელიც, დღეს დედას გლოვობს, იმ დედის შვილი, კლდესავით ქალი დედა, რომელიც ლოგინს მიაჯაჭვეთ, შვილის და შვილიშვილის დარდით რომელიც დღეს უკვე არ მყავს, მე დღეს მისი სულის ხსოვნას ვცემ პატივს, და თუ არა სხვანაირად გიპასუხებდი.შენ იმ მხეცი მამის შვილი ხარ, არ გაქვს უფლება, ამ ქვეყანაში ვინმეს თითი დაუქნიო.ფული და გავლენები დროებითია.სინდისი და ღირსება კი, დაბადებიდან სიკვდილამდე.მე ადვოკატს ალან დერშოვიცის გირჩევდი.
მალხაზ მაჩალიკაშვილი.
„მაბრალებენ ათასგვარ სიბინძურეს“ – ბერა ივანიშვილი მიმართვას ავრცელებს











კომენტარები