• რეკლამა
  • კონტაქტი
20:23, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

ალია ავტორი - ალია
18:21 10-01-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

თავბრუსხვევას ადამიანები ზოგჯერ მცირე დასვენებით, მცენარეული ნაყენებით ან მედიკამენტოზური თვითმკურნალობით “ებრძვიან”, რადგან, სამწუხაროდ, არ მიიჩნევენ სერიოზული დაავადების მანიშნებელ სიმპტომად. არადა, თავბრუსხვევის სიმპტომის მიზეზს თუ დროულად დავადგენთ, თავიდან ავიცილებთ ისეთ საშიშ დაავადებებს, როგორებიცაა კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პერიფერიული თავბრუსხვევა, ე.წ. BPPV, ვესტიბულური ნეირონიტი, მენიერის დაავადება, პეროლიმფური ფისტულა, ორმხრივი ვესტიბულური ჰიპოფუნქცია, ვესტიბულური სისტემის ასიმეტრია და სხვა.

როგორ ხდება ანამნეზის შეგროვება და კვლევა, რამდენად მნიშვნელოვანია დიაგნოსტირება ოტორინოლარინგოლოგიურ, მულტიფუნქციურ ცენტრში და რა დეტალებს უნდა მივაქციოთ ყურადღება თავბრუსხვევის დროს? – “ალიას” ამ და სხვა კითხვებს ამომწურავად პასუხობს ნიუ ჰოსპიტალსის ექიმი, ოტორინოლარინგოლოგი, 21–წლიანი პროფესიული სტაჟით, ინგა გოგია.

– თავბრუსხვევა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია, თუმცა, სამწუხაროდ, მას ხშირად სათანადო ყურადღება არ ექცევა და პაციენტები ექიმს მხოლოდ გართულებულ შემთხვევებში მიმართავენ. რა არის ამ სიმპტომის ყველაზე ხშირი მიზეზები?

-​ თავბრუსხვევა წარმოადგენს სიმპტომს და არა დამოუკიდებელ დაავადებას. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ეტიმიოლოგიური ფაქტორით და დაკავშირებული იყოს როგორც ვესტიბულური სისტემის, ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის, მხედველობისა და სომატოსენსორული სისტემების ფუნქციის დარღვევასთან.

– რა შემთხვევაში შეიძლება თავბრუსხვევა ვესტიბულური სისტემის დარღვევასთან იყოს დაკავშირებული და რა სიმპტომები უნდა იყოს პაციენტისთვის საყურადღებო?

​- ვესტიბულური სისტემის დაზიანებისა ან დისფუნქციისასა, პაციენტს, შესაძლოა, აღენიშნებოდეს: ბრუნვითი თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა, სივრცეში დეზორიენტაცია, სიარულის არასტაბილურობა, გულისრევა და ზოგჯერ ღებინებაც.

– ვესტიბულური თავბრუსხვევის დიაგნოსტიკა კომპლექსური პროცესია, თუ მხოლოდ ერთ კვლევას ეფუძნება?

-​ ვესტიბულური თავბრუსხვევის დიაგნოსტიკა ეფუძნება ანამნეზის დეტალურ შეკრებას, კლინიკურ-ნევროლოგიურ და ოტონევროლოგიურ გამოკვლევას, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში ინსტრუმენტულ კვლევას.

​დიაგნოსტიკის პროცესში მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორები:

  • თავბრუსხვევის ხასიათის განსაზღვრა (ბრუნვითია თუ არაბრუნვითი, რა ინტენსივობის არის და რამდენ ხანს გრძელდება);
  • სიმპტომების გამომწვევი ფაქტორების შეფასება (განსაკუთრებით თავის მოძრაობასთან ან სხეულის პოზიციის ცვლილებასთან კავშირის დადგენა);
  • თანმხლები სიმპტომების გამოვლენა (სმენის დაქვეითება, ტინიტუსი, ყურის სისავსის შეგრძნება, გულისრევა, ღებინება, მხედველობის დარღვევა, თავის ტკივილი და სხვა ნევროლოგიური ნიშნები).

​საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ვესტიბულომეტრიული კვლევები, მათ შორის ვიდეონისტაგმოგრაფია, კალორიული ტესტი და სხვა სპეციალიზებული ვესტიბულური ტესტები.

​მიღებული მონაცემების საფუძველზე ტარდება დიფერენციული დიაგნოსტიკა პერიფერიული და ცენტრალური ვესტიბულური დარღვევის შორის.

– რა არის ვესტიბულომეტრია?

– ​ვესტიბულომეტრია წარმოადგენს ვესტიბულური აპარატის ფუნქციური მდგომარეობის შეფასების მეთოდს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ვესტიბულური სისტემის ფუნქციის, თვალის მოძრაობებისა და ნისტაგმის თავისებურებების ობიექტური შეფასება.

​კვლევის პროცესში ფასდება სპონტანური და პროვოცირებული ნისტაგმი, მისი მიმართულება, ინტენსივობა და ხასიათი. ასევე შესაძლებელია ვესტიბულო-ოკულური რეფლექსის შეფასება და სხვადასხვა პოზიციური ტესტების ჩატარება.

– რას აფასებს კვლევა?

​– კვლევის შედეგების შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნისტაგმის მიმართულებასა და ინტენსივობას, პასუხის ლატერალიზაციასა და ვესტიბულურ ასიმეტრიას. მიღებული მონაცემები გამოიყენება პერიფერიული ან ცენტრალური ვესტიბულური დისფუნქციის დიფერენციული დიაგნოსტიკისთვის.

– რა მნიშვნელობა აქვს მის ჩატარებას თავბრუსხვევის გამომწვევი მიზეზის ზუსტად დასადგენად?

-​ ვესტიბულომეტრია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვესტიბულური სისტემის ფუნქციური მდგომარეობის შეფასებაში, დარღვევის გამოვლენასა და შემდგომი დიაგნოსტიკური და სამკურნალო ტაქტიკის განსაზღვრაში.

– როგორ მიმდინარეობს ვესტიბულომეტრია – რამდენ ხანს გრძელდება, არის თუ არა მტკივნეული და როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი კვლევისთვის?

– ​ვესტიბულომეტრია ტარდება ღია სივრცეში, კომფორტულ, მშვიდ გარემოში.

​ვესტიბულომეტრიული გამოკვლევა გრძელდება დაახლოებით 1 საათიდან საათ-ნახევრამდე და ეს დრო არის ინდივიდუალური თითოეული პაციენტისთვის. გამოკვლევას ვიწყებთ ანამნეზის შეკრებით. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. ანამნეზის შეკრების დროს ვადგენთ ჩივილი ვესტიბულურია თუ არა, ვარკვევთ რას გრძნობს კონკრეტული პაციენტი თავბრუსხვევის დროს და რას გულისხმობს ის თავბრუსხვევაში.

​ვადგენთ შეტევის ხასიათს: მწვავეა, სპონტანურია თუ ეპიზოდური. ვადგენთ ეპიზოდის ხანგრძლივობას – რამდენი ხანი გრძელდება: წამები, წუთები, საათები თუ რამოდენიმე დღე.

​რას გრძნობს პაციენტი თავბრუსხვევის ეპიზოდებს შორის შუალედებში: გაბრუებას, არამდგრადობის შეგრძნებას, თუ სხვა.

​ასევე ვარკვევთ თავბრუსხვევას თან ახლავს თუ არა ყურის სიმპტომატიკა: ხმაური ყურში, სმენის დაქვეითება, ყურში დაგუბების ან სისავსის შეგრძნება.

​ანამნეზის შეკრების შემდეგ ვიწყებთ ვიდეონისტაგმოგრაფიის ტესტებს.

ვიდეონისტაგმოგრაფია თავბრუსხვევის ობიექტური შესწავლის კიდევ ერთი, არაინვაზიური, თანამედროვე, ობიექტური მეთოდია .

– კონკრეტულად რას მოიცავს ვიდეონისტაგმოგრაფია?

– ​ვიდეონისტაგმოგრაფია წარმოადგენს ვესტიბულური სისტემის კვლევის მეთოდს, რომელიც ეფუძნება თვალის მოძრაობის ჩაწერასა და ანალიზს სპეციალური ვიდეოკამერის საშუალებით. კვლევის პროცესში პაციენტს თვალებზე ერგება სპეციალური სათვალე, რომელშიც დამონტაჟებული ინფრაწითელი ვიდეოკამერა და უწყვეტ რეჟიმში აფიქსირებს თვალის მოძრაობას.

​სხვადასხვა ტესტის და სტიმულაციის, მათ შორის პოზიციური და კალორიული ტესტების დროს, ჩაწერილი მონაცემები გადაეცემა კომპიუტერულ პროგრამას, სადაც ხდება მიღებული ინფორმაციის ციფრული დამუშავება და ანალიზი.

– რა არის ამ კვლევის უპირატესობა?

​ვიდეონისტაგმოგრაფიის უპირატესობა არის დიაგნოსტიკის მაღალი სიზუსტე და სანდოობა, რაც არის დროული და სწორი მკურნალობის საფუძველი.

– როგორც გვითხარით, ანამნეზის შეკრების შემდეგ იწყებთ ვიდეონისტაგმოგრაფიის ტესტებს – რას მოიცავს ეს პროცედურა?

-​ ყოველი ტესტის წინ ვუხსნით პაციენტს რას ვაკეთებთ და აუცილებლად ვუხსნით ამ ტესტის შედეგად რა შეიძლება შეიგრძნოს პაციენტმა. პროცედურა არ არის მტკივნეული, ტესტების შედეგად პაციენტს შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა, რასაც გავითვალისწინებთ ტესტების შეფასებისას.

​კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო, ერთადერთი – თუ პაციენტი იღებს თავბრუსხვევის საწინააღმდეგო პრეპარატებს, ე.წ. ვერტიგოლიტიკებს, ვთხოვთ მას, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ამ ჯგუფის პრეპარატები არ მიიღოს.

– რომელი ვესტიბულური დაავადებებისა და დარღვევების გამოვლენაში გვეხმარება ვესტიბულომეტრია?

-​ ვესტიბულომეტრიის საშუალებით შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი დაავადებები: კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პერიფერიული თავბრუსხვევა, ე.წ. BPPV, ვესტიბულური ნეირონიტი, მენიერის დაავადება, პეროლიმფური ფისტულა, ორმხრივი ვესტიბულური ჰიპოფუნქცია, ვესტიბულური სისტემის ასიმეტრია.

​ვიდეონისტაგმოგრაფიის შედეგები ეხმარება ექიმს ზუსტი დიაგნოზის დადგენაში და შესაბამისი მკურნალობის დროულად ჩატარებაში.

– რა უპირატესობა აქვს ვესტიბულური დარღვევების დიაგნოსტირებას სპეციალიზებულ ოტორინოლარინგოლოგიურ ცენტრში?

-​ სპეციალიზირებულ ოტორინოლარინგოლოგიურ ცენტრში ვესტიბულური დარღვევების მქონე პაციენტს აქვს იმის საშუალება, რომ ჩაუტარდეს კომპლექსური კვლევა, დაწყებული ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაციით, გაგრძელებული ვესტიბულომეტრიით, ვიდეონისტაგმოგრაფიით.

იმ შემთხვევაში თუ პაციენტს ვესტიბულურ ჩივილებთან ერთად აწუხებს ყურის სიმპტომატიკა (ყურში ხმაური, დაგუბების შეგრძნება), არის საშუალება, რომ ამ პაციენტს ჩაუტარდეს აუდიომეტრია და ტიმპანომეტრია.

პაციენტის მდგომარეობა შეფასდება კომპლექსურად, ისევ და ისევ იმისათვის, რომ დაისვას სწორი, ზუსტი დიაგნოზი, რაც არის საფუძველი სწორი და დროული მკურნალობის.

– რა შესაძლებლობები აქვს „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოტორინოლარინგოლოგიის ცენტრს ვესტიბულური პრობლემების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართულებით და რა როლს ასრულებს თანამედროვე აპარატურა და მულტიდისციპლინური მიდგომა პაციენტის მართვაში?

-​ ნიუ ჰოსპიტალსის ოტორინოლარინგოლოგიის ცენტრი არის აღჭურვილი თანამედროვე, უახლესი აპარატურით, რომელიც გვეხმარება ჩვენ პაციენტის მდგომარეობის შეფასებაში, კვლევების ჩატარებაში, იმისათვის, რომ პაციენტს დროულად დაუდგინდეს ზუსტი დიაგნოზი და ჩაუტარდეს შესაბამისი მკურნალობა.

– ხშირად, სამწუხაროდ, თავბრუსხვევის ჩივილს არ უთმობენ სათანადო ყურადღებას, იწყებენ თვითმკურნალობას, რაც მდგომარეობას ართულებს. რომ შევაჯამოთ სიმპტომები, რა შემთხვევაში არ უნდა გადადოს პაციენტმა ექიმთან მიმართვა და დიაგნოსტირება?

-​ პაციენტმა ექიმთან მიმართვა არ უნდა გადადოს განსაკუთრებით შემდეგ შემთხვევაში:

  • როცა თავბრუსხვევა პირველად, უეცრად და ძალიან ინტენსიურად დაიწყო, განსაკუთრებით თუ მუდმივია.
  • როცა თავბრუსხვევას თან ახლავს მეტყველების გაძნელება, მხედველობის გაორება, სახის ან კიდურების დაბუჟება ან სისუსტე, სიარულის მკვეთრი დარღვევა – ასეთ შემთხვევაში საჭიროა სასწრაფო შეფასება, რადგან უნდა გამოირიცხოს თავის ტვინის პათოლოგია, მათ შორის ინსულტიც.
  • როცა ვერტიგოს თან ახლავს უეცარი სმენის დაქვეითება.
  • როცა თავბრუსხვევას თან ახლავს თავის, ან კისრის ძალიან ძლიერი ტკივილი, გონების დაკარგვა, კრუნჩხვა, გულმკერდის ტკივილი ან გულისცემის ძლიერი დარღვევა.
  • თუ თავბრუსხვევა ხშირად მეორდება, ხანგრძლივდება ან აშკარა მიზეზი არ აქვს.

ყველა ასეთ შემთხვევაში საჭიროა გეგმიური, მაგრამ არაგადადებული შეფასება.

​განმეორებითი ვერტიგოს დროს მიზეზის დროული დიაგნოსტიკა არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, ერთი და იგივე სიმპტომს მრავალი სრულიად განსხვავებული მიზეზი შეიძლება ჰქონდეს მაგალითად: კეთილთვისებიანი პოზიციური ვერტიგო, ვესტიბულური შაკიკი, მენიერის დაავადება, ვესტიბულური ნევრიტი ან ნეირონიტი, ორთოსტატიული დარღვევა, მედიკამენტების ეფექტი, მაგრამ ზოგჯერ ცენტრალური ნევროლოგიური მიზეზებიც კი. მხოლოდ სიმპტომის ხასიათით მათი საიმედოდ გარჩევა ყოველთვის შეუძლებელია.

​თავბრუსხვევის განმეორებითი შეტევის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეტევის დროისა და გამომწვევი ფაქტორების შეფასება: რამდენ ხანს გრძელდება, რა იწვევს (თავის მოძრაობა, ადგომა, სპონტანურად იწყება თუ არა), ახლავს თუ არა სმენის ცვლილება, ტინიტუსი, თავის ტკივილი, გულისრევა და ნევროლოგიური ნიშნები. სწორედ ეს ეხმარება ექიმს სწორად შეარჩიოს შემდეგი კვლევები.

​განმეორებითი თავბრუსხვევა არ უნდა ჩაითვალოს ავტომატურად ან უბრალოდ ვესტიბულურ პრობლემად. მიზეზის დადგენა საშუალებას იძლევა არა მხოლოდ საშიში მდგომარეობა გამოირიცხოს, არამედ კონკრეტული მიზეზის შესაბამისი მკურნალობა დროულად დაიწყოს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

(R)

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved