თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი:
“პირველი განხეთქილება, რომელიც 2016 წლამდე რამდენიმე წლით ადრე მოხდა, ეს იყო მოსმენების კანონთან დაკავშირებით და ყველას ახსოვს ის ალტერნატიული კანონპროექტები, რომელიც რესპუბლიკელებს გვქონდა. ეს იყო საყდრისის საქმე, სადაც ჩვენ ხმა მივეცით განსხვავებულად, იყო სასამართლოების საკითხი. მე მოქმედი მინისტრი ვიყავი, როდესაც ეთერიდან ეთერში დავდიოდი ბატონი კლანის მეთაურის, მურუსიძის ქართულ ოცნებში ინტეგრაციის მომენტში და საზოგადეობას ვთხოვდი მხარდჭერას ამ მავნე მოვლენის წინააღმდეგ.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა მოამწიფა ის მდგომარეობა, რომელიც არჩევნების წინ შეიქმნა და სრულიად ერთმნიშვნელოვანი იყო, მიუხედავად მისი ცალსახა და პირდაპირი შემოთავაზებებისა, პირადად ჩემთვის, პარლამენტის თავმჯდომარესთვის, რომ მიმეღო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილოება, ეს იყო სრულიად გამორიცხული.”











კომენტარები