მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:
,,რაც შეეხება საზოგადოებრივი აზრის კვლევას, დღევანდელ საქართველოში აზრს სრულად მოკლებულია. დიქტატორის პირობებში სატელეფონო კვლევები ყოველთვის იძლევა შედეგს, რომ დიქტატურა იმარჯვებს და თუ ვინმე მაინც ატარებს კვლევას, ის ამით დიქტატურის წისქვილს ასხამს წყალს.
თუმცა ამ დამახინჯებულ კვლევაშიც კი კარგად ჩანს, რომ ერთადერთი ალტერნატივა ვართ მე და ნაციონალური მოძრაობა. ამიტომაცაა, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება შეშინებული ორღობის დიქტატორი ჩემს მხარდამჭერი აქციების ჩატარებას.
მაგრამ თუ რამე აჩვენებს რეალურ ძალთა თანაფარდობას, საკმარისია ვნახოთ რომ ოპოზიციური ტელევიზიების პოლიტიკური გადაცემები. მიუხედავად ამ ტელევიზიების ძალიან ცუდი დაფინანსების და ზოგადი პრობლემების, მკვეთრად უსწრებს პოპულარობით რეჟიმის ტელევიზიებს.
ხოლო ჩემი სოციალური ქსელები ყველა რეკორდს ხსნის ნახვის, ყურებადობის და აქტიურობის – აი სწორედ ესაა დაშინებულ საზოგადოებაში პოპულარობის ნამდვილი საზომი. იმას რომ ჭორვილელი ძალიან შეშფოთებულია ჩემი მკვეთრად მზარდი პოპულარობის აჩვენებს ისიც, რომ ისევ გააცოცხლეს გააცოცხლეს ხაინდრავას კატასტროფულად უნიჭო სერიალი “ჰეროკრატია”.











კომენტარები