ხმაური სოფელ ველისციხეში – ცოტა ხნის წინ ველისციხელებმა გზა გადაკეტეს. მშობლები აპროტესტებენ სკოლის რეაბილიტაციის მიზეზით დაკეტვას, ითხოვენ ექსპერტიზის დასკვნას და ელიან პასუხებს, როგორ და რა ფორმით გაგრძელებენ მათი შვილები სწავლას.
„დღეს კიდევ ერთხელ მოხდა ხელისუფლების ლუსტრაცია.
გამოიყვანეს N რაოდენობის პოლიცია სამ ლოკაციაზე
თითქოს აქ ვიკრიბებით პოლიტიკურად ეგზალტირებული ადამიანები.
აქ არიან მშობლები ბავშვებთან ერთად .
საინტერესოა რატომ მოახდინეს ასეულობით პოლიციელის მობილიზება.
ზუსტად ეს აჩვენებს ხელისუფლების უსუსურობას რომ არ შეუძლიათ მშობლებთანაც კი საუბარი.
ძვირფასო თანასოფლელებო, მშობლებო, ჩემო ხალხო!
მინდა ჩემი დღევანდელი მიმართვა დავიწყო ჩემივე ლექსის ბოლო კუპლეტით:
„მე უბრალოდ ვარ უსწავლელი ამბის მთხრობელი,
ისტორიაში მე დავრჩები არარაობად.
უკუნეთისთვის მე ვიქნები მნათობელი,
დღეს კი მე დავგმობ უღმერთობას არა, კაცობას.
ამ ოთხ სტროფში დევს ის, თუ რატომ ვდგავართ დღეს აქ ყველანი ერთად.
1. „მე უბრალოდ ვარ უსწავლელი ამბის მთხრობელი…“
დიახ, მე სკოლის დამთავრება ვერ შევძელი, მაგრამ მთელი ჩემი ცხოვრება ისე არ გასულა, რომ წიგნი ხელიდან გამეშვა. ზუსტად იმიტომ, რომ ვიცი განათლების ფასი, ჩემი თავი გადადებული მაქვს იმისთვის, რომ ჩვენს სკოლას და ბავშვებს დავეხმარო. მიუღებელია, რომ სამთვიანი არდადეგების შემდეგ ბავშვები ასე უპატრონოდ, მომავლის გარეშე იყვნენ მიტოვებულნი! განათლება ჩვენი შვილების უფლებაა და ამას არავის დავუთმობთ…
…ეს არის უპასუხისმგებლობა და არაკაცობა! მთავრობამ ეს სოფელი სრულიად გააპარტახა: გზები არ გვაღირსეს. ხიდი ჩანგრეულია, თეატრი განადგურებული… და ახლა სკოლას მიადგნენ! „რეაბილიტაციის“ საფარქვეშ ბავშვების განაწილებაც კი შეწყვიტეს და სკოლის კარს გვიკეტავენ.
ისტორიული შეხსენება და დასკვნა
ხალხი გადახედეთ ისტორიას
ამერიკა არ არსებობდა, არ არსებობდა ავსტრალია,: ევროპა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, როცა საქართველოში აკადემიები არსებობდა და განათლების კერები გუგუნებდა! ჩვენი ფესვები განათლებაზე დგას და დღეს, XXI საუკუნეში, სოფელში სკოლის დახურვა და ბავშვებისთვის სწავლის უფლების წართმევა არის საკუთარი ისტორიისა და მომავლის ღალატი.
ჩვენ არ დავთმობთ სკოლას! არ დავთმობთ ჩვენი შვილების მომავალს!
ერთად დგომითა და სიმართლით ჩვენ გავიმარჯვებთ!
გმადლობთ!“ – წერს ველისციხელი სამოქალაქო აქტივისტი.











კომენტარები